Skip to content
14/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

მიტროპოლიტი გერასიმე შარაშენიძე – ვევედრებით უფალს, რომ მშვიდობა დაამკვიდროს ჩვენს ქვეყანაში, უკრაინაში, მთელ მსოფლიოში

მარშალ პრესი 24/04/2022
შარაშენიძე

ზუგდიდში, ივერიის ყოვლადწმინდა ღვთისმშობლის სახელობის საკათედრო ტაძარში სააღდგომო ლიტურგია ჩატარდა. სადღესასწაულო მსახურება ზუგდიდისა და ცაიშის, ავსტრიისა და გერმანიის მიტროპოლიტმა გერასიმე შარაშენიძემ აღავლინა.

ლიტურგიისას ტაძრის ეზოში ლიტანიობა გაიმართა. სასულიერო პირებმა და მრევლმა ხატებით, ჯვრებითა და ანთებული სანთლებით ტაძრის გარშემო მსვლელობა მოაწყვეს და აღდგომის საგალობელი იგალობეს.

სადღესასწაულო წირვის შემდეგ, მიტროპოლიტმა მრევლს აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაული მიულოცა, საქართველოს გამთლიანება და უკრაინას მშვიდობა უსურვა.

„გულითა და სულით გილოცავთ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს. მკვდრეთით აღდგომილმა ქრისტემ, ჭეშმარიტმა ღმერთმა დალოცოს, გაამთლიანოს, გააძლიეროს სრულიად საქართველო. ვევედრებით უფალს, რომ მშვიდობა დაამკვიდროს ჩვენს ქვეყანაში, უკრაინაში, მთელ მსოფლიოში. ვულოცავ ჩვენს სულიერ შვილებს აფხაზეთში. მალე გამთლიანებულიყოს საქართველო. შეგეწიოთ აღდგომის მადლი. ქრისტე აღდგა. ჭეშმარიტად აღდგა“, – აღნიშნა მიტროპოლიტმა.

Post navigation

Previous: როგორ იმუშავებენ თბილისში მეტრო და ავტობუსები სააღდგომოდ. დეტალურად
Next: ირაკლი ღარიბაშვილი – ყველას გილოცავთ აღდგომას და გისურვებთ, ეს დღე იყოს მშვიდობის, განახლების მომტანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.