Skip to content
13/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

შალვა პაპუაშვილი – პატრიარქის ეპისტოლეში მოვისმინეთ უკრაინასთან დაკავშირებით სიტყვები, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დაისადგუროს მშვიდობამ უკრაინის მიწაზე

მარშალ პრესი 24/04/2022

სრულიად საქართველოს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, – აღნიშნა პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა, რომელიც სამების ტაძარში სააღდგომო ლიტურგიას დაესწრო.

შალვა პაპუაშვილის თქმით, პატრიარქის ეპისტოლეში საუბარი იყო უკრაინის შესახებაც და პარლამენტის თავმჯდომარის თქმით, მნიშვნელოვანია, რაც შეიძლება მალე დაისადგუროს მშვიდობამ უკრაინის მიწაზე.

„ვულოცავ ყველას, ვინც ამ დღესასწაულს აღნიშნავს; ვულოცავ ჩვენს აფხაზ და ოს ძმებს, რომლებიც ამ დღეს აღნიშნავენ; ასევე ვულოცავ მთლიანად მართლმადიდებელ სამყაროს და განსაკუთრებით, უკრაინელ ხალხს ვულოცავ აღდგომის ბრწყინვალე დღესასწაულს, ვუსურვებ მშვიდობას.

ჩვენ დღეს პატრიარქის ეპისტოლეში მოვისმინეთ მათ შორის უკრაინასთან დაკავშირებით სიტყვები და ვფიქრობ, რომ მნიშვნელოვანი არის, დღეს და ამ აღდგომას ყველა განსაკუთრებით ვფიქრობდეთ უკრაინელ ხალხზე; ვფიქრობდეთ იმაზე, რომ რაც შეიძლება მალე დაისადგუროს მშვიდობამ უკრაინის მიწაზე“, – განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.

Post navigation

Previous: ირაკლი ღარიბაშვილი – ყველას გილოცავთ აღდგომას და გისურვებთ, ეს დღე იყოს მშვიდობის, განახლების მომტანი
Next: საქართველოში კოვიდინფიცირების 92 ახალი შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა 3 პაციენტი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.