Skip to content
11/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ზურაბ აზარაშვილი: ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს

მარშალ პრესი 19/06/2023
ზურაბ აზარაშვილი

დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრის განცხადებით, ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს.

ჯანდაცვის მინისტრის თქმით, აქამდე ოპერაცია ნაწილობრივ ფინანსდებოდა, ამიერიდან კი, სრულად დაფინანსდება როგორც დიაგნოსტიკის, ასევე ოპერაციის ხარჯები.

„ღვიძლის გადანერგვის შემთხვევაში, 120 000-ლარიან ოპერაციას სახელმწიფო აფინანსებდა მხოლოდ 70 000 ლარით და მივიღეთ გადაწყვეტილება, რომ სრულად დავაფინანსოთ ოპერაციის ხარჯები, როგორც დიაგნოსტიკასთან, ისე ოპერაციასთან დაკავშირებული. ღვიძლის ტრანსპლანტაციის შემთხვევაში 120 ათას ლარს დღეიდან სრულად დაფარავს სახელმწიფო“, – განაცხადა ზურაბ აზარაშვილმა.

Post navigation

Previous: ზურაბ ჯაფარიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა
Next: ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.