Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

ზურაბ ჯაფარიძის მიმართ განხორციელებულ ძალადობაში ბრალდებულს აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობა შეეფარდა

მარშალ პრესი 19/06/2023
ჯაფარიძე

აღკვეთის ღონისძიების სახით ზურაბ ჯაფარიძეზე თავდასხმის საქმეში ბრალდებულს პატიმრობა შეეფარდა. გორის რაიონული სასამართლოს მოსამართლე დავით მაკარაძემ ფაქტობრივი მტკიცებულებები საკმარისად ჩათვალა, ახალი დანაშაულის ჩადენის და მიმალვის საფრთხის თავიდან აცილების მიზნით პროკურატურის შუამდგომლობა ბრალდებულის პატიმრობაში დატოვების შესახებ სრულად გაიზიარა და დააკმაყოფილა. დაცვის მხარე ბრალდებულის აღკვეთის ღონისძიების გარეშე დატოვებას, ან გირაოს ითხოვდა.

პროცესს დაესწრო ბრალდებულიც, ის დანაშაულს აღიარებს. წინასასამართლო სხდომა 24 ივლისს ჩაინიშნა.

საქართველოს პროკურატურამ გორის მუნიციპალიტეტში მომხდარი ძალადობის ფაქტზე ერთ პირს ბრალდება დღეს წარუდგინა.

შინაგან საქმეთა სამინისტროს მიერ ჩატარებული გამოძიებით დადგინდა, რომ 17 ივნისს, გორის მუნიციპალიტეტში, თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზაზე მდებარე სუპერმარკეტის ავტოსადგომზე, ბრალდებულმა, საჯარო სივრცეში პარტია „გირჩი მეტი თავისუფლება“-ს დამფუძნებლის მიმართ ძალადობა განახორციელა. გამოთქმული განცხადებების და განხორციელებული ქმედებების გამო,
სამართალდამცველებმა აღნიშნული პირი იმავე დღეს დააკავეს.

მას ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლის 1-ლი ნაწილით წარედგინა (ძალადობა, რამაც დაზარალებულის ფიზიკური ტკივილი გამოიწვია), რაც სასჯელის სახედ და ზომად ერთ წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Continue Reading

Previous: 19-21 და 27-29 ივნისს 23:00 სთ-დან 07:00 სთ-მდე დროის შუალედში ყოველდღე, გორის საავტომობილო გვირაბებში მოძრაობა მონაცვლეობით აიკრძალება
Next: ზურაბ აზარაშვილი: ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025