Skip to content
17/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეკა სეფაშვილი ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს

მარშალ პრესი 19/06/2023
355040092_3408070349457859_1359100817111541438_n

„ხალხის ძალის“ წევრი, დეპუტატი ეკა სეფაშვილი სტრასბურგში ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის საზაფხულო სესიაში მონაწილეობს. დღეს გამართულ სესიაზე ეკა სეფაშვილმა კითხვით მიმართა ევროპის საბჭოს გენერალურ მდივანს მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს. კითხვა ეხებოდა რეიკიავიკის სამიტის დეკლარაციას.

„ჩვენ მივესალმებით რეიკიავიკის სამიტის დეკლარაციას და მის სულისკვეთებას, განსაკუთრებით თუ გავითვალისწინებთ რუსეთის აგრესიულ ომს უკრაინის წინააღმდეგ, საქართველოს ტერიტორიების ოკუპაციას და სხვა კონფლიქტებს მთელ მსოფლიოში. სამიტი წარმატებული იყო, მოახერხა რა სახელმწიფოს მეთაურების უმეტესობის დასწრება. ახლა საბჭო განიცდის დაფინანსების დეფიციტს. იმედია, დაფინანსების მოზიდვა შედეგს გამოიღებს. ამ მხრივ ჩვენ გვაინტერესებს სად იქნება მიმართული ეს დამატებითი ფინანსები მიმართული? რა იქნება ამ მოზიდული სახსრებით დაფინანსებული საქმიანობა? ხომ არ გეგმავს ორგანიზაცია უფრო მეტი დახარჯოს საზოგადოების ცნობიერების ამაღლებაზე , რომელიც ასახავს საბჭოს საქმიანობას?“, – ასე მიმართა ეკა სეფაშვილმა მარია პეიჩინოვიჩ ბურიჩს, რომელმაც მადლობა გადაუხადა ქართველ დეპუტატს რეიკიავიკის სამიტის შეფასებისთვის და პასუხად აღნიშნა, რომ დამატებითი სახსრები სამიტის დეკლარაციის პრიორიტეტების განხორციელებას მოხმარდება.

ინფორმაციისთვის, ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეის ზაფხულის სესია 19-23 ივნისს სტრასბურგში მიმდინარეობს. სესიაზე, სხვა მნიშვნელოვან თემებთან ერთად დეპუტატების კითხვებს პასუხობენ მაღალი რანგის თანამდებობის პირები. სესიაზე განსახილველ საკითხებს შორის არის უკრაინის წინააღმდეგ რუსეთის აგრესიის პოლიტიკურ შედეგებსა და რუსი და ბელორუსი სპორტსმენების 2024 წლის პარიზის ოლიმპიადასა და პარაოლიმპიადაზე მონაწილეობა, ლაჩინის დერეფნის გავლით თავისუფალი და უსაფრთხო დაშვების უზრუნველყოფა, პოლონეთში განვითარებული ბოლო პოლიტიკური მოვლენები და სხვა.

Continue Reading

Previous: ზურაბ აზარაშვილი: ღვიძლის გადანერგვის ოპერაციას სახელმწიფო სრულად დააფინანსებს
Next: ისინი, ვინც თსუ-ში პროვოკაციებს აწყობენ, არიან სპეციალურად შეგზავნილი ახალგაზრდები, რომლებიც ფულის ან საკუთარი სიბრიყვის ფასად თავს ძალიან უხერხულ მდგომარეობაში იგდებენ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025