Skip to content
14/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

სააკაშვილის პარტიაში ხდება კოშმარი, კატასტროფა  – ელისო კილაძე

მარშალ პრესი 10/06/2023
ელისო კილაძე

მიხეილ სააკაშვილის პარტიაში ხდება კოშმარი, კატასტროფა – განაცხადა ელისო კილაძემ 8 ივნისს, ტვ “პირველი”-ს გადაცემა “რეაქცია”-ში სტუმრობისას, როდესაც გამოეხმაურა პარტიაში არსებულ შიდა დაპირისპირებას.

“ისეთი ტიპის დაპირისპირებაა, “ქართულ ოცნებას” არცერთ სიზმარში რომ არ დაესიზმრებოდა.

პოლიტიკოსები, რომლებიც გელაპარაკებიან ერთობაზე, გატყუებენ მეგობრებო, რატომ? – 2024 წლის არჩევნები არის პროპორციული და ბლოკები არის აკრძალული, კანონმდებლობა აღარ იძლევა ბლოკებით გაერთიანების საშუალებას.

გაერთიანების ერთადერთი მექანიზმი არის ერთიანი სია და ამ ერთიან სიაზე ნაციონალური მოძრაობა ამბობს უარს, შესაბამისად, ეს “მესიჯბოქსი” – რომ გავერთიანდეთ, ვისთან უნდა გაერთიანდეთ?  საკუთარი პარტია დაშალეს მარტივ მამრავლებად. საკუთარ ამომრჩეველს ეძახდნენ სუს-ის აგენტებს”- განაცხადა კილაძემ

მისივე თქმით, ასევე სპეკულაცია მიმდინარეობს მიხეილ სააკაშვილის სახელით, როდესაც პრემიერობის კანდიდატურად დასახელებას ცდილობენ. კილაძე ამბობს, რომ ის დღეს ესაუბრა თემურ ალასანიას, რომელმაც თქვა, რომ ამ ეტაპზე, მიხეილ სააკაშვილი ქართულ პოლიტიკაში დაბრუნებას არ აპირებს.

Continue Reading

Previous: რატომ აღარსად ისმის, რომ მესამე პრეზიდენტს ციხეში კლავენ, რატომ აღარ ვციტირებთ სააკაშვილის სანახავად შესულებსა და გამოსულებს? – ლევან სუთიძე
Next: ის, რომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანება, არ ნიშნავს იმას, რომ კალიურანდმა და კუბილიუსმა ჭკუა გვასწავლონ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025