Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

რატომ აღარსად ისმის, რომ მესამე პრეზიდენტს ციხეში კლავენ, რატომ აღარ ვციტირებთ სააკაშვილის სანახავად შესულებსა და გამოსულებს? – ლევან სუთიძე

მარშალ პრესი 10/06/2023
ლევან სუთიძე

“ტაბულა”-ს ჟურნალისტი და მთავარი რედაქტორი ლევან სუთიძე სოციალურ ქსელში წერს და იმ ადამიანებს მიმართავს, ვინც გამუდმებით ამბობდა, რომ მიხეილ სააკაშვილის მდგომარეობა მძიმეა და მისი სიცოცხლე საფრთხეშია:

“სააკაშვილის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ პოსტებს რატომ ვეღარ ვხედავთ, რატომ აღარსად ისმის, რომ მესამე პრეზიდენტს ციხეში კლავენ, რატომ აღარ ვციტირებთ სააკაშვილის სანახავად შესულებსა და გამოსულებს, რატომ აღარავინ ამბობს, რომ მისი ჯანმრთელობა არის მთავარი და სხვა ყველაფერი მეორეხარისხოვანი, რატომ აღარავინ აღარავის სდებს ბრალს არაემპათიურობაში, უგულობასა თუ ფსიქოპატიაში, რატომ აღარავინ წერს, რომ პირად ბოღმას გადააყოლეს ადამიანის სიცოცხლე?

რატომ აღარავინ შიმშილობს, რატომ აღარავინ გრგვინავს, რატომ აღარავინ მძვინვარებს იმ ისტორიის წინაშე, რომელსაც არაემპათიურნი საყდართაგან უნდა დაემხვნა და თანამგრძნობნი აღემაღლებინა?

იმ შვილიშვილებს რაღას მოუყვებით, რომელთა ხათრითაც გუშინ იდექით თქვენ მიერვე არჩეულ ისტორიის ნათელ მხარეს, რაღას მოუყვებით?
გელაპარაკებით და მიპასუხეთ, ამბობს საბაოთ უფალი. სადა არს სიკვდილო საწერტელნი შენნი? სადა არს ჯოჯოხეთო ძლევა შენი? “კაროჩე”…”– წერს ლევან სუთიძე.

Continue Reading

Previous: ყველამ უნდა იცოდეს, რომ ეს სტატუსი ხელისუფლებას კი არა, ქვეყანას სჭირდება, ეს არის ჩვენი ქვეყნის მომავლის თემა – კახა კალაძე
Next: სააკაშვილის პარტიაში ხდება კოშმარი, კატასტროფა  – ელისო კილაძე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025