Skip to content
16/10/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ის, რომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანება, არ ნიშნავს იმას, რომ კალიურანდმა და კუბილიუსმა ჭკუა გვასწავლონ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ

მარშალ პრესი 10/06/2023
გურამ მაჭარაშვილი

„ის, რომ ხალხმა გადაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანება, არ ნიშნავს იმას, რომ კალიურანდი და კუბილიუსი მოვიდნენ, ჭკუა გვასწავლონ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ. ხალხი არ დათანხმებია იმას, რომ კუბილიუსი, კალიურანდი, გრეგოროვა და ასე შემდეგ, იყვნენ ჩვენი უფროსები. ხალხმა ევროკავშირში შესვლა გადაწყვიტა იმიტომ, რომ ჩვენ მასში ის წავიკითხეთ და დავინახეთ, სამართლიანი ქვეყნების გაერთიანება.“ – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ ლიდერმა, გურამ მაჭარაშვილმა, რადიო ფორტუნას ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ქართველ ხალხს სურს ევროკავშირში შესვლა და არა კუბილიუსისა და კალიურანდის შეურაცხმყოფელი განცხადებების მოსმენა მათი მისამართით.

„ის, რომ ხალხმა გადაწყვიტა ევროკავშირში გაწევრიანება, არ ნიშნავს იმას, რომ კალიურანდი და კუბილიუსი მოვიდნენ, ჭკუა გვასწავლონ და შეურაცხყოფა მოგვაყენონ. ხალხი არ დათანხმებია იმას, რომ კუბილიუსი, კალიურანდი, გრეგოროვა და ასე შემდეგ, იყვნენ ჩვენი უფროსები. ხალხმა ევროკავშირში შესვლა გადაწყვიტა იმიტომ, რომ ჩვენ მასში ის წავიკითხეთ და დავინახეთ, სამართლიანი ქვეყნების გაერთიანება.

ახლა კი გამოდიან გაუკუღმართებული განცხადებებით, რომ ქართველმა ხალხმა გადაწყვიტა, კუბილიუსის შეურაცხყოფა და კალიურანდის ტყუილები აიტანოს, რაც არ შეესაბამება სიმართლეს. ეს კვლევებში არ წერია, კვლევებში ხალხს არ ეკითხებიან, დღეს რომ არასწორ განცხადებებს აკეთებს ევროპარლამენტარი, ეთანხმები, თუ არა ამასო. შემდეგ მიიღებენ სწორ შედეგებს. ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ადრეც იყო, მაგრამ ევროკავშირმა არ მიგვიღო, მათ შორის, არც 2008 წლის ომის შემდეგაც კი. მაგრამ ევროკავშირში გაწევრიანების სურვილი ერთია, შეურაცხმყოფელი განცხადებების არმიღება – მეორე. ეს უნდა გაიმიჯნოს ერთმანეთისგან“, – განაცხადა გურამ მაჭარაშვილმა.

Post navigation

Previous: სააკაშვილის პარტიაში ხდება კოშმარი, კატასტროფა  – ელისო კილაძე
Next: მეორე ფრონტი რომ გაგვეხსნა, მოგვანიჭებდნენ იმ არაფრისმომცემ კანდიდატის სტატუსს, ხოლო, თუკი, საქართველო რუსეთს დაამარცხებდა, აუცილებლად გავხდებოდით NATO-ს წევრებიც

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.