Skip to content
20/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

მარშალ პრესი 05/06/2023
345284643_1464468274091687_5287848909104625573_n

სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს.

დასრულდა რეგფონდიდან დაფინანსებული ორი პროექტი:

ასფალტისა და ბეტონის საფარი დაიგო სოფელ გუთურში, 1,2 კმ გზის მონაკვეთზე.

სოფელ ერკეთის ცენტრიდან შუბნის ტაძრამდე მისასვლელი საავტომობილო გზის 1,3 კმ-იან მონაკვეთზე დაიგო ბეტონის საფარი. პროექტის ჯამური ღირებულება 964 000 ლარია. სამუშაოების შემსრულებელია შპს ,,გზები და კეთილმოწყობა”.

ასევე, სოფელ ერკეთში, სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში, მოინახულეს დედათა მონასტრის მიმდებარედ ღობის აღდგენის დასრულებული სამუშაოები, რომლის ღირებულებაც 54 000 ლარია. ჯამურად სტიქიის სალიკვიდაციო ღონისძიებების ფარგლებში ზემო ერკეთში განხორციელდა 200 000 ლარის სამუშაო, ამავე პროგრამის ფარგლებში, ხელშეკრულების მომზადების ეტაპზეა 132 000 ლარის სამუშაო.

Continue Reading

Previous: რუსული ფული რუსეთის ბიუჯეტიდან, პირდაპირ ხოშტარიას ჯიბეში – ამ დროს რა ხდება, აღარ არის ოკუპირებული 20%?! ანწუხელიძე გავიწყდებათ?! ოთხოზორია?! გამყოფი ხაზი?! ფარისევლები და აფერისტები ხართ
Next: ძალიან საინტერესოა, ელენე ხოშტარია მის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს თუ უხდის რაიმე თანხას, თავისი მიღებული ჰონორარებიდან

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025