Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

რუსული ფული რუსეთის ბიუჯეტიდან, პირდაპირ ხოშტარიას ჯიბეში – ამ დროს რა ხდება, აღარ არის ოკუპირებული 20%?! ანწუხელიძე გავიწყდებათ?! ოთხოზორია?! გამყოფი ხაზი?! ფარისევლები და აფერისტები ხართ

მარშალ პრესი 05/06/2023
ვატო შაქარი

კონსერვატიული პორტალის “საქართველო უპირველეს ყოვლისა” დამფუძნებელი, ვატო შაქარიშვილი, ელენე ხოშტარიას ოჯახისთვის რუსეთის ბოუჯეტიდან რამდენიმე მილიონი რუბლის ჩარიცხვას ეხმაურება. შაქარიშვილის თქმით, 19 მაისს, ხოშტარია საქართველო-რუსეთს შორის პირდაპირი ფრენების აღდგენას აპროტესტებდა, რამდენიმე დღეში კი სწორედ რუსეთის საბიუჯეტო ორგანიზაციიდან მიიღო თანხა, რაც ფარისევლობაზე მეტყველებს.

“19 მაისს განახლდა პირდაპირი ფრენები საქართველოსა და რუსეთს შორის. ვნახეთ ლяკა ამ ამბით აღშფოთებული და ეროვნულ-თავმოყვარეობა შელახული, როგორ ცდილობდა აეროპორტის ასაფრენ ბილიკზე შეღწევას, რომ რუსული თვითმფრინავის ბორბალი არ შეხებოდა ქართულ მიწას. სამ დღეში, 22 მაისს იმავე ლяკას რუსეთის საბიუჯეტო ორგანიზაციიდან მორიგი ტრანში ჩაერიცხა, მსუყე თანხა 2.5 მლნ რუბლი! რუსული კანონი, რუსული ფრენები, რუსული ქორწილი კი არა, რუსული ფული პირდაპირ რუსეთის ბიუჯეტიდან, პირდაპირ ხოშტარიას ჯიბეში! ამ დროს რა ხდება, აღარ არის ოკუპირებული 20%?! ანწუხელიძე გავიწყდებათ?! ოთხოზორია?! გამყოფი ხაზი…?! ფარისევლები და აფერისტები ხართ მეტი არაფერი! ფარისევლობა მძვინვარებს ჩვენს ქვეყანაში და სამწუხაროდ არა მარტო ჩვენთან! სახელმწიფო დეპარტამენტი რას ამბობს? სანქციებს არ განიხილავს?! ზელენსკიმ “აირზენა” რომ შეიყვანა სანქცირებული კომპანიების სიაში და ლяკას წითელი ხალიჩით ხვდება კიევში, ეს რას გვეუბნება?! არ გვინდა ნუ დაასანქცირებთ, ჩვენ მივხედავთ, დიდი ხანია ამათაც და მათ პატრონებსაც ქართველმა ხალხმა უკვე დაადო მთავარი სანქცია!” – წერს ვატო შაქარიშვილი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: გამოდის, რომ ევროპა და ამერიკა თუკი ვაჭრობენ რუსეთთან, ეს კარგი რუსები არიან, ხოლო თუ რუსეთი ჩვენთან ფრენებს აღადგენს და ჩვენი მოქალაქეები ამ შეღავათით ისარგებლებენ, ის ცუდი რუსები არიან
Next: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.