Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ძალიან საინტერესოა, ელენე ხოშტარია მის მიერ ორგანიზებული აქციის მონაწილეებს თუ უხდის რაიმე თანხას, თავისი მიღებული ჰონორარებიდან

მარშალ პრესი 05/06/2023
ეკა სეფაშვილი

„ჩვენ მოწმე გავხდით ელენე ხოშტარიას მიერ ორგანიზებული აქციის, რომელიც მიეძღვნა საქართველოში სტუმრად ჩამოსული ადამიანების ქორწილის ჩაშლას, იმ მოტივით, რომ იქ იმყოფებოდა ლავროვის ქალიშვილი“, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრმა ეკა სეფაშვილმა ტელეკომპანია „აჭარის“ ეთერში ისაუბრა.

მისი თქმით, ამ ფაქტს საეჭვოდ დაემთხვა ის, რომ ამ აქციიდან ძალიან მოკლე დროში ხოშტარიას საკმაოდ სოლიდური თანხა ჩერიცხა რუსეთიდან.

„ელენე ხოშტარიას მამის არგუმენტები გასაგებია – ეს თავის მართლებაა. მეორე მხრივ, შევხედოთ ძალიან საეჭვო დამთხვევებს დროში, იმ მოვლენებთან დაკავშირებით, რაც (დროის ძალიან მცირე ინტერვალში) მის პოლიტიკურ აქტივობას უკავშირდება. ჩვენ მოწმე გავხდით ელენე ხოშტარიას მიერ ორგანიზებული აქციის, რომელიც მიეძღვნა საქართველოში სტუმრად ჩამოსული ადამიანების ქორწილის ჩაშლას, იმ მოტივით, რომ იქ იმყოფებოდა ლავროვის ქალიშვილი (ერთ-ერთი სტუმარი იყო). მხოლოდ და მხოლოდ ეს იყო მოტივი მისი არა-რუსული ისტერიული კამპანიის. უცებ, საეჭვოდ მოკლე დროში მას ჩაერიცხა დაახლოებით 70 ათასი დოლარი. მე ეს ძალიან საეჭვოდ მიმაჩნია. ალბათ ხალხიც, საზოგადოებაც ამას შესაბამისად განსჯის, თუმცა საინტერესო იქნება კითხვები დავუსვათ მის იმ მომხრეებს, რომლებიც მასთან ერთად ამ აქციებში იღებდნენ მონაწილეობას. ზოგი შეიძლება მართლა გულწრფელად იყო თავდაჯერებული, რომ ქართულ საქმეს აკეთებდა. ძალიან საინტერესოა, მათ თუ უხდის ელენე ხოშტარია რაიმე თანხას, თავისი მიღებული ჰონორარებიდან“, – განაცხადა ეკა სეფაშვილმა.

Post navigation

Previous: სახელმწიფო რწმუნებულის ადმინისტრაციისა და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა ჩოხატაურის მუნიციპალიტეტში გზის სარეაბილიტაციო სამუშაოები დაათვალიერეს
Next: აღმოჩნდა, რომ სუპი, რომლითაც არაფორმალური ორგანიზაციის წევრები პოლიციაში რუსულად “აწამეს”, უკრაინული იყო

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.