Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

ოჯახებსა და შვილებს რომ შეეხები, იქ ნეოფაშისტი კი არა და დაუშრობელი ჭაობის შეუქცევადი ბინადარი ხარ – გია აბაშიძე თამარ ჩერგოლეიშვილს

მარშალ პრესი 22/05/2023
გია აბაშიძე

ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში თამარ ჩერგოლეიშვილის facebook – სტატუსს ეხმიანება, რომელიც პრემიერ – მინისტრის ვაჟის ნიკოლოზ ღარიბაშვილის პენსილვანიის უნივერსიტეტში წარმატებით ჩაბარებას უარყოფითად ეხმიანება.

როგორც აბაშიძე აღნიშნავს, ნაცკონგლომერატი უდიდესი ანტიდასავლური ძალაა საქართველოში, ხოლო მათი დაკვეთით, ცალკეული უცხოელი აქტორები ამბობენ იმას, რაც კრემლის ინტერესებშია.

„ნაცკონგლომერატი უდიდესი ანტიდასავლური ძალაა საქართველოში, ხოლო მათი დაკვეთით, ცალკეული უცხოელი აქტორები ამბობენ იმას, რაც კრემლის ინტერესებშია. ბოკერია-ჩერგოლეიშვილის სამზარეულოს ტიპის კლუბი თვითკმაყოფილებაშია იმით, რომ თვითილუზიაში ვითომ პროგრესულობითა და ვითომ შემწყნარებლობით. რეალურად კი მსგავსი სუბიექტები ნეოფაშისტები არიან ფსევდოლიბერალიზმის დაძონძილი სამოსით. პოლიტიკურად დაპირისპირებულთა ოჯახებსა და შვილებს რომ შეეხები, იქ ნეოფაშისტი კი არა და დაუშრობელი ჭაობის შეუქცევადი ბინადარი ხარ!“ – წერს აბაშიძე facebook – ზე.

Post navigation

Previous: ბულგარეთის დედაქალაქში მომიტინგეებმა მთავრობას უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდეს და ევროკავშირის ოფისი წითელი საღებავით შეღებეს
Next: დიახ, ეს სიმართლეა, შემიძლია დავიფიცო ერთი ჭურვიც არ გამისროლია იმ განცდის გარეშე, რომ იქნებ ამ გასროლით ცოტათი მაინც დავაჩქარო მიშას გათავისუფლება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.