Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

დიახ, ეს სიმართლეა, შემიძლია დავიფიცო ერთი ჭურვიც არ გამისროლია იმ განცდის გარეშე, რომ იქნებ ამ გასროლით ცოტათი მაინც დავაჩქარო მიშას გათავისუფლება

მარშალ პრესი 22/05/2023
01

კობა ხაბაზი

კობა ხაბაზის პოსტი ფეისბუქში:

“წავიკითხე მიშას წერილი კობა ნაყოფიას შესახებ. 60 კილო, მოწამლული, სიკვდილ-სიცოცხლის მიჯნაზე მყოფი ისევ მეგობრებზე ფიქრობს, იცავს, ამხნევებს.
მართლა არ ვიცი რა ადამიანია მიშა, უბრალოდ მეტია, ყველა ჩვენთაგანზე ერთად აღებულზე მეტი. მეჩქარება კონტრშეტევა, მეჩქარება გამარჯვება და პუტინის დასამარება, სამწუხაროდ მიშას შველის სხვა გზას ვეღარ ვხედავ.

რატომ?

იმ მარტივი მიზეზის გამო, რომ დიდ ადამიანებს სიბინძურეში ჩაფლული პატარა ადამიანები ვერაფრით დაეხმარებიან. გუშინ თანამებრძოლებთან საუბრისას ჩემს მეგობარს, უმაგრეს ადამიანს, აკაკი ბერიანიძეს, მიშაზე საუბრისას უთქვამს კობას ერთი ღამე არ დაუძინია მიშას ბედზე წუხილის გარეშეო..

დიახ, ეს სიმართლეა და უფრო მეტიც, შემიძლია დავიფიცო ერთი ჭურვიც არ გამისროლია იმ განცდის გარეშე, რომ იქნებ ამ გასროლით ცოტათი მაინც დავაჩქარო მიშას გათავისუფლება.
ბევრჯერ დავწერე და კიდევ ერთხელ გავიმეორებ, ერი რომელიც პირველი სამი პრეზიდენტიდან ორს მოკლავს, ვერასდროს შედგება! გვინდა ჩვენი შვილებს მომავალი ჰქონდეს? გვინდა ვიცხოვროთ ნორმალურ, განვითარებულ, წარმატებულ სახელმწიფოში? მაშინ ყველაფერი უნდა გავაკეთოთ რომ მიშა არ მოგვიკლას პუტინმა!”– წერს კობა ხაბაზი.

Post navigation

Previous: ოჯახებსა და შვილებს რომ შეეხები, იქ ნეოფაშისტი კი არა და დაუშრობელი ჭაობის შეუქცევადი ბინადარი ხარ – გია აბაშიძე თამარ ჩერგოლეიშვილს
Next: თამარ ჩერგოლეიშვილი რომ დაუწყებს ქართველ საზოგადოებას დამუნათებას და ლექციების კითხვას, ეს უკვე იმის ნიშანია, რომ მათ ვერც ვერაფერი დაივიწყეს და ვერც ვერაფერი ისწავლეს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.