Skip to content
22/04/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • უცხოეთი

ბულგარეთის დედაქალაქში მომიტინგეებმა მთავრობას უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდეს და ევროკავშირის ოფისი წითელი საღებავით შეღებეს

მარშალ პრესი 22/05/2023
ბულგარეთის დედაქალაქში მომიტინგეებმა მთავრობას უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდეს და ევროკავშირის ოფისი წითელი საღებავით შეღებეს

მედიის ინფორმაციით, ბულგარეთის დედაქალაქში მიტინგზე ევროკავშირის ოფისი წითელი საღებავით შეღებეს.

მომიტინგეებმა მთავრობას უკრაინისთვის დახმარების შეწყვეტისკენ მოუწოდეს და წითელი საღებავი შეასხეს შენობას, სადაც ევროკომისიისა და ევროპარლამენტის წარმომადგენლები მუშაობდნენ. როგორც მედია იუწყება, აქცია ორგანიზებული იყო რამდენიმე არასამთავრობო ორგანიზაციისა და კრემლის მხარდამჭერი ადამიანების მიერ. მედიის ცნობით, აქციის მონაწილეებს შორის სავარაუდოდ იყვნენ პარლამენტარებიც.

შემთხვევას გამოეხმაურა ევროპარლამენტის პრეზიდენტი, რობერტა მეცოლა და განაცხადა, რომ ევროკავშირი უკრაინის დახმარებას მომავალშიც გააგრძელებს.

„ბულგარეთის დედაქალაქ სოფიაში შენობა, სადაც განთავსებულია ევროპარლამენტის ოფისი, ვანდალების სამიზნე გახდა ადამიანებისგან, რომლებიც უკმაყოფილო არიან უკრაინის მიმართ ჩვენი პოზიციით. უკრაინის მიმართ ჩვენი მხარდაჭერა გაძლიერდება. ჩვენი ხმა, რომელიც გმობს რუსეთის უკრაინაში შეჭრას, უფრო ხმამაღალი იქნება“, – წერს ევროპარლამენტის პრეზიდენტი.

ცნობისთვის, ეს აქცია რიგით მეექვსე იყო, რომელიც ბოლო თვე-ნახევრის განმავლობაში ბულგარეთის დედაქალაქში ჩატარდა, თუმცა პირველი შემთხვევაა, როცა აქცია ვანდალიზმით დასრულდა.

Post navigation

Previous: სამწუხაროა, რომ საქართველო „საჯილდაო ქვად“ უფრო საინტერესოა გლობალური პოლიტიკური კონიუნქტურისათვის,, ვიდრე რეალურ პარტნიორად და თანასწორუფლებიან აქტორად
Next: ოჯახებსა და შვილებს რომ შეეხები, იქ ნეოფაშისტი კი არა და დაუშრობელი ჭაობის შეუქცევადი ბინადარი ხარ – გია აბაშიძე თამარ ჩერგოლეიშვილს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.