Skip to content
19/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ 14 ოჯახს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცათ

მარშალ პრესი 16/05/2023
343633336_959908635327101_2644254436819224716_n

ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ 14 ოჯახს, სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცათ.

,,შესრულდა ჩვენი მოქალაქეებისათვის მიცემული კიდევ ერთი დაპირება. საქართველოს პრემიერ-მინისტრის უშუალო ჩართულობით და გადაწყვეტილებით, სამხარეო ადმინისტრაციის, ადგილობრივი თვითმმართველობისა და სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს მჭიდრო თანამშრომლობით დაძლეული იქნა მოქალაქეების წინაშე არსებული საკმაოდ მნიშვნელოვანი გამოწვევა და დღეს მათ საკუთრებაში გადაეცათ ბინები, რომლებშიც წლებია ცხოვრობენ და ვერ ახერხებდნენ მის რეგისტრაციას. გურიის რეგიონში ეს არის პირველი პრეცედენტი. სამუშაო ჯგუფები აქტიურად აგრძელებენ მუშაობას და იმედი მაქვს უახლოეს მომავალში კიდევ შევძლებთ არაერთი ოჯახის გახარებას,“– აღნიშნა გიორგი ურუშაძემ.

საკუთრების დამადასტურებელი მოწმობები აზნეფტის ქუჩის მცხოვრებლებს მხარის რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, სახელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს თავმჯდომარემ გიორგი დუგლაძემ და ადგილობრივი ხელისუფლების ხელმძღვანელმა პირებმა გადასცეს.

Post navigation

Previous: იკვეთება საინტერესო ტენდენცია, თუ რა რეალური ფასი აქვს რუსეთში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობას” – დღეს ამას ავიაბილეთებში ცვლიან თვალის დახამხამების გარეშე, ხვალ კიდევ რამეში გაცვლიან
Next: დაიწყო ის პროცესი, რაზეც 30 წელია ვოცნებობთ – თამარ ჩიბურდანიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.