Skip to content
19/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იკვეთება საინტერესო ტენდენცია, თუ რა რეალური ფასი აქვს რუსეთში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობას” – დღეს ამას ავიაბილეთებში ცვლიან თვალის დახამხამების გარეშე, ხვალ კიდევ რამეში გაცვლიან

მარშალ პრესი 16/05/2023
დავით ქართველიშვილი

“ჯერ კიდევ გუშინ ორი “დამოუკიდებელი” ქვეყანა, დღეს უკვე საერთოდ გააქრეს პოლიტიკური ჰორიზონტიდან. ასე, ერთი ცალკე აღებული კომპანიის დონეზე, რუსეთი “შეუდგა” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას”, – ამის შესახებ “ხალხის ძალის” წევრი დავით ქართველიშვილი წერს სოციალურ ქსელში.

მისი თქმით, საქართველოს არასამთავრობო სექტორის მუმდივად ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნას ზოგჯერ დადებითუ შედეგიც აქვს.

“ჩვენი არასამთავრობო სექტორი, გაფუჭებული საათისა არ იყოს, დღეში ორჯერ “სწორ დროს” ასევე გვაჩვენებს. მათი მუდმივად ჩასაფრებულის პოზიციაში ყოფნა ხანდახან დადებითად ადგება ქვეყანას.

ასე მაგალითად, გიორგი მშვენიერაძემ მიმართა თუ არა ხელისუფლებას ჩამჭრელი კითხვით: “რატომ უშვებთ რუსეთის ავიკომპანია “აზიმუტს” პირდაპირი ფრენების განსახორციელებლად, როდესაც მის საიტზე აფხაზეთი და “სამხრეთ ოსეთი” დამოუკიდებელი სახელმწიფოების ნუსხაშია შეყვანილი” – ამას მყისიერად მოჰყვა დადებითი შედეგი.

ავიაკომპანია “აზიმუტმა” ეგრევე ამოიღო ჩვენი სეპარატისტები თავისი ნუსხიდან. ჯერ კიდევ გუშინ ორი “დამოუკიდებელი” ქვეყანა, დღეს უკვე საერთოდ გააქრეს პოლიტიკური ჰორიზონტიდან. ასე, ერთი ცალკე აღებული კომპანიის დონეზე, რუსეთი “შეუდგა” საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენას.

და თუ სერიოზულად მივუდგებით ამ “დეტალს” – იკვეთება საინტერესო ტენდენცია, თუ რა რეალური ფასი აქვს რუსეთში ჩვენი ოკუპირებული ტერიტორიების “დამოუკიდებლობას”. დღეს ამას ავიაბილეთებში ცვლიან თვალის დახამხამების გარეშე, ხვალ კიდევ რამეში გაცვლიან…” – წერს ქართველიშვილი.

Post navigation

Previous: „კასპერსკის ლაბორატორიამ“ Google Play-ზე გამოსაწერი ტროიანების ახალი ოჯახი აღმოაჩინა
Next: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ 14 ოჯახს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცათ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.