Skip to content
19/03/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

დაიწყო ის პროცესი, რაზეც 30 წელია ვოცნებობთ – თამარ ჩიბურდანიძე

მარშალ პრესი 16/05/2023
თამარ ჩიბურდანიძე

“გამოდის, რომ რისთვისაც საერთაშორისო ალიანსებში და თანამეგობრობაში ვწევრიანდებით – დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, ამას თავად ვაკეთებთ. რისთვისაც სხვას ვთხოვთ სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას, იმას თურმე ყველაზე მეტად საკუთარი პოლიტიკური გონი სჭირდება”, – ასე ეხმაურება “ხალხის ძალის” წევრი თამარ ჩიბურდანიძე რუსული ავიაკომპანია “აზიმუტის” მიერ აფხაზეთისა და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოების სიიდან ამოღებას.

ჩიბურდანიძის თქმით, ყველასათვის ნათელია, რომ რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი ავიაკომპანია ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა. “რუსეთის ავიაკომპანია “აზიმუტის” მიერ აფხაზეთის და სამხრეთ ოსეთის სახელმწიფოთა სიიდან ამოღება იმ პროცესის დასაწყისია, რაზეც 30 წელია ვოცნებობთ. ვფიქრობ, ყველასათვის ნათელია, რომ რუსეთის ერთ-ერთი მსხვილი ავიაკომპანია ამ გადაწყვეტილებას დამოუკიდებლად ვერ მიიღებდა.

გამოდის, რომ რისთვისაც საერთაშორისო ალიანსებში და თანამეგობრობაში ვწევრიანდებით – დაკარგული ტერიტორიების დასაბრუნებლად, ამას თავად ვაკეთებთ. რისთვისაც სხვას ვთხოვთ სახელმწიფოს უსაფრთხოების დაცვას, იმას თურმე ყველაზე მეტად საკუთარი პოლიტიკური გონი სჭირდება. დღევანდელ გეოპოლიტიკურ სიტუაციაში, როდესაც დიდი ზეწოლის მიუხედავად, უკრაინის ომში არ ერთვები და ცდილობ ქვეყანა მშვიდობით ატარო ნანატრი ოცნებისკენ,  ამას ხალხი ხედავს და აფასებს. რაც მთავარია, რუსეთის დღევანდელი მდგომარეობა ჭკვიანს უნდა გამოეყენებინა საკუთარი მიზნებისთვის და ასეც ხდება. თურმე შესაძლებელი ყოფილა ბომბების ცვენის გარეშე საქართველოს გაძლიერება. ეს, ჯერ კიდევ მცირე ინფორმაცია, არის ხელისუფლების გონივრული ქმედების ლოგიკური გაგრძელება, რომელიც მჯერა,  აუცილებლად მივა იმ შედეგამდე, რასაც საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენა ჰქვია”, – წერს თამარ ჩიბურდანიძე სოციალურ ქსელში.

Post navigation

Previous: ლანჩხუთის მუნიციპალიტეტის სოფელ ქვიანში მრავალბინიან საცხოვრებელ სახლში მცხოვრებ 14 ოჯახს სარგებლობაში არსებული უძრავი ქონება საკუთრებაში გადაეცათ
Next: ჩოხატაურის ხელოვნების სასახლეში პოეტ ბელა ქებურიას შემოქმედებითი საღამო გაიმართა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.