ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი “ქუთაისის სისხლის ცენტრალური ბანკის” მიერ დაორგანიზებულ აქციაში „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ ჩაერთო.
ღონისძიება მერიის სააქტო დარბაზში გაიმართა, სადაც ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის მერიისა და საკრებულოს თანამშრომლები მონაწილეობდნენ.
მოხალისეებს ანალიზები 4 ვირუსზე, სხვადასხვა ინფექციურ დაავადებებზე უფასოდ ჩაუტარდათ. აქციის მონაწილეებს სისხლის ცენტრალური ბანკის სერთიფიკატები საჩუქრად გადაეცათ, მადლობის ნიშნად.
