Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

მოჩვენებითი პარტნიორობის და გაუგებარი თანამშრომლობების დრო აღარ არის – აღქმა, რომ საქართველო დაბალი ღობეა, კატეგორიულად მიუღებელია

მარშალ პრესი 11/05/2023
ანდრია გვიდიანი

„ქართული ოცნების“ მიერ ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დატოვება ღირსების საკითხი იყო. ცხადია, იმ გაერთიანებაში, საიდანაც ისმის, რომ ღმერთის, ოჯახის და ტრადიციების პატივისცემა შესაძლოა დასჯის საფუძველი გახდეს, თავმოყვარე პარტიას არაფერი ესაქმება, – ამის შესახებ ექსპერტი ანდრია გვიდიანი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, „ქართული ოცნების“ და „ევროპის სოციალისტური პარტის“ ღირებულებითი შეუთავსებლობის გარდა, აღნიშნული პარტია, ქართული რადიკალური ოპოზიციის დღის წესრიგის მხარდამჭერიც გახდა.

„ქართული ოცნების“ მიერ ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტიის დატოვება ღირსების საკითხი იყო. ცხადია, იმ გაერთიანებაში, საიდანაც ისმის, რომ ღმერთის, ოჯახის და ტრადიციების პატივისცემა შესაძლოა დასჯის საფუძველი გახდეს, თავმოყვარე პარტიას არაფერი ესაქმება.

გარდა ღირებულებითი დისონანსისა, ევროპის სოციალ-დემოკრატიული პარტია პირდაპირ ქართული ოპოზიციის რადიკალური დღის წესრიგის მხარდამჭერად მოგვევლინა. შესაბამისად, თუ არც ღირებულებებია საერთო და არაც პოლიტიკური დღის წესრიგი, ასეთ გაერთიანებაში ყოფნა უბრალოდ რაციონალურ აზრს მოკლებულია. ასე რომ, მოჩვენებითი პარტნიორობის და გაუგებარი თანამშრომლობების დრო აღარ არის. ყველაფერს უნდა დაერქვას თავის სახელი – აღქმა, რომ საქართველო დაბალი ღობეა, კატეგორიულად მიუღებელია.“ – წერს გვიდიანი Facebook-ზე.

Post navigation

Previous: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტი “ქუთაისის სისხლის ცენტრალური ბანკის” მიერ დაორგანიზებულ აქციაში „გაიღე სისხლი სიცოცხლის გადასარჩენად“ ჩაერთო
Next: იქნებ ჩამოყალიბდეთ, პრეზიდენტი ხარ თუ ოპოზიციის წარმომადგენელი? – ლევან ნიკოლეიშვილი პრეზიდენტს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.