Skip to content
31/05/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

მარშალ პრესი 12/05/2023
რატი ბრეგაძე

სტრასბურგის სასამართლომ არ დააკმაყოფილა მიხეილ სააკაშვილის საჩივარი დროებით ღონისძიებასთან დაკავშირებით, რომელიც გულისხმობდა მის გათავისუფლებას პატიმრობიდან დროებით და პოლონეთში სამკურნალოდ გადაყვანას. ამის შესახებ იუსტიციის მინისტრმა რატი ბრეგაძემ დღეს გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

მისივე თქმით, გადაწყვეტილების მიხედვით, საქართველოს სახელმწიფოს ასევე არ დაევალა არც ქვეყნის შიგნით რომელიმე კლინიკაში გადაყვანა.

კითხვაზე, როდის მოხდება მისი გადასვლა ციხეში, რატი ბრეგაძე ამბობს, რომ როგორც კი ექიმები დადებენ დასკვნას, რომ მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა აკმაყოფილებს პირობებს, მოხდება მისი გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში.

Post navigation

Previous: კვლევებიდან ირკვევა, რომ 82%-ს წაკითხული არ ჰქონდა ან ვერ გაიგო „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მხოლოდ 18%-მა გაიგო სწორად
Next: იუსტიციის მინისტრმა განმარტა, თუ როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს ციხეში

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.