Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

იუსტიციის მინისტრმა განმარტა, თუ როდის გადაიყვანენ მიხეილ სააკაშვილს ციხეში

მარშალ პრესი 12/05/2023
რატი ბრეგაძე

მსჯავრდებული სააკაშვილი არის პატიმარი და ჩვენ, როგორც ახლა, მომავალშიც გავაგრძელებთ ექიმების რეკომენდაციების შესრულებას. შესაბამისი დასკვნა როდესაც გვექნება, სააკაშვილი გადაყვანილი იქნება შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში, – ამის შესახებ საქართველოს იუსტიციის მინისტრმა, რატი ბრეგაძემ განაცხადა.

მისივე თქმით, ამ ეტაპზე სააკაშვილი მკურნალობას განაგრძობს კლინიკა „ვივამედში“.

„ადამიანის ჯანმრთელობას როდესაც ეხება საკითხი, ყოველთვის ვმოქმედებთ სამედიცინო პერსონალის რეკომენდაციების შესაბამისად. აქედან გამომდინარე, ექიმების რეკომენდაცია თუ იქნება, რომ უკვე შესაძლებელია მისი გადაყვანა პენიტენციურ დაწესებულებაში, ის იქნება გადაყვანილი. ამჟამად იმყოფება კლინიკა „ვივამედში“ და ამ ეტაპზე არ არსებობს რაიმე სახის ობიექტური წინაპირობა, გადაყვანილი იყოს ან სხვა კლინიკაში, ან პენიტენციურ დაწესებულებაში. შესაბამისად, ის განაგრძობს მკურნალობას კლინიკა ვივამედში “, – განაცხადა რატი ბრეგაძემ.

Continue Reading

Previous: სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა
Next: ჩვენ კი არ ავცდით ევროპას, როგორც ევროპელი სოციალისტების პარტიაში განაცხადეს, პირიქით – მათი ადგილი არ არის ევროპაში, რადგან ევროპის ისტორიული პოლიტიკური იდეოლოგია კონსერვატიზმია

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025