Skip to content
12/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

კვლევებიდან ირკვევა, რომ 82%-ს წაკითხული არ ჰქონდა ან ვერ გაიგო „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, მხოლოდ 18%-მა გაიგო სწორად

მარშალ პრესი 12/05/2023
დიმიტრი ხუნდაძე

„ხალხის ძალის“ ერთ-ერთი ლიდერი დიმიტრი ხუნდაძე სოციალურ ქსელში „გორბის“ კვლევას ეხმაურება, რომლის მიხედვითაც ირკვევა, რომ „კანონი უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“ საზოგადოების უდიდეს ნაწილს წაკითხულიც არ ჰქონდა.

დიმიტრი ხუნდაძე აღნიშნავს, რომ ამ კანონის წინააღმდეგ ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა – დასავლეთს არ სურდა, რომ ქართველ ხალხს სცოდნოდა ოპოზიციური პარტიების დაფინანსების ირიბი და უკანონო გზების შესახებ, რაც ისედაც გამოაშკარავდა.

„გორბის“ კვლევებიდან მივიღეთ ზუსტად ის შედეგი, რასაც მანამდე ჩვენც ვამბობდით – მოსახლეობის უდიდეს ნაწილს წაკითხული არ ჰქონდა პროექტი, რომელსაც აპროტესტებდნენ.

კვლევებიდან ჩანს, რომ ჩვენი კანონი არასწორად გაიგო 35%-მა, უჭირს პასუხი – 45% – ს და მხოლოდ 18%-მა გაიგო სწორად.

დასკვნა ასეთია: 80% – ს წაკითხული არ აქვს და 18 %-მა წაიკითხა, არადა, 100% მოსახლეობისა ამ კანონზე ლაპარაკობდა და აქედან მნიშვნელოვანი ნაწილი ილანძღებოდა.

დღეს ყველასათვის ცხადია, რომ მარტის დღეებში ჩვენს მიერ ინიცირებულ კანონზე – „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, ატეხილი აჟიოტაჟი მხოლოდ პოლიტიკურ მიზნებს ემსახურებოდა. დასავლეთს არ სურდა, რომ ქართველ ხალხს სცოდნოდა ოპოზიციური პარტიების დაფინანსების ირიბი და უკანონო გზების შესახებ, რაც ისედაც გამოვააშკარავეთ და არ სურდათ, ასევე, გამჭვირვალე ყოფილიყო არასამთავრობო სექტორისთვის გამოყოფილი თანხები, რომელთა დიდი ნაწილიც ჩვენი ეროვნული ღირებულებების განადგურებასა და ანტიპროპაგანდას ხმარდება.

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა მარტის დღეებში ლამის რევოლუცია მოაწყო საქართველოში, არადა კანონი ასახავდა ჩვენს სახელმწიფოებრივ ინტერესებს – გვცოდნოდა რაში იხარჯება უცხოური ფული ქვეყანაში. ამის უფლება ქართველ ხალხს არ მისცეს, უფრო მეტიც, ისეთი პროპაგანდა დაატრიალეს, რომ წაუკითხავი კანონით ხალხი ქუჩაში გამოიყვანეს და ახალგაზრდებს „მოლოტოვის კოქტეილებით“ კანონდარღვევის საშუალება მისცეს.

ეს, როგორც ჩანს, დემოკრატიის განსაკუთრებული ფორმაა, რომელსაც ჩვენ გვთავაზობენ. ქართველი ხალხი კი ასეთ დემოკრატიას არ მიიღებს“, – წერს დიმიტრი ხუნდაძე.

Continue Reading

Previous: ჩვენ ხალხი არ ვართ და არ გვინდა განვითარება და მშვიდობა? – პრემიერი
Next: სტრასბურგის სასამართლომ მიხეილ სააკაშვილის საჩივარი არ დააკმაყოფილა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025