Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობითი აბსურდიდან გამომდინარე, რის დამკვიდრებას აგრესიული ლიბერალები ცდილობენ, სოციალისტური იდეები საქართველოსთვის ყოვლად მიუღებელია

მარშალ პრესი 11/05/2023
გია გაბრიჭიძე

ექსპერტი გია გაბრიჭიძე პარტია „ქართული ოცნების“ მიერ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ დატოვებას სოციალურ ქსელში აფასებს.

მისი თქმით, მმართველი პარტიის გადაწყვეტილება სწორი ნაბიჯია, ვინაიდან დღევანდელი საქართველოსთვის სოციალისტური იდეოლოგია მიუღებელია და ქართული საზოგადოების მენტალობა კონსერვატიულ პრინციპებთან მოდის შესაბამისობაში.

„ქართული ოცნება” “ევროპის სოციალისტურ პარტიას” ტოვებს, რომლის წევრი 2015 წლიდან იყო.
არ დაგიმალავთ და როცა ამ რამდენიმე დღის წინ გავიგე „ოცნების“ „ევროპის სოციალისტური პარტიის“ წევრი იყო, ძალიან გამიკვირდა.

გამიკვირდა არა იმიტომ, რომ მოვისმინე მათი ვიცე-პრეზიდენტ კეტი პირის მიერ გაცხადებული მიმართულება იმის შესახებ, რომ „კონსერვატიულ პარტიას პროგრესულ ევროპულ ოჯახში არაფერი ესაქმება“, არამედ იმიტომ რომ დღევანდელი საქართველოსთვის სოციალისტური იდეოლოგია აბსოლუტურად მიუღებელია.
ერთის შეხედვით, სოციალიზმის მისწრაფება თანასწორობისა და ყველას კეთილდღეობისკენ მიმზიდველად შეიძლება მოგვეჩვენოს, თუმცა არაერთი სახელმწიფოს მაგალითზე ნათლად ჩანს, რომ სახელმწიფოს ჩარევა მხოლოდ მოკლევადიან პერსპექტივაში წყვეტს სოციალურ და ეკონომიკურ პრობლემებს და სოციალური დახმარებებისთვის აუცილებელი გაზრდილი გადასახადების გამო, საშუალო ფენების გაღარიბებას უფრო უწყობს ხელს.
ასევე იმ იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობითი აბსურდიდან გამომდინარე, რის დამკვიდრებას აგრესიული ლიბერალები ცდილობენ, სოციალისტური იდეები საქართველოსთვის ყოვლად მიუღებელია.

მიუღებელი იყო ყოვეთვის, რადგანაც ჩვენი მენტალობა და საკუთარი თავის გადარჩენის სურვილი სწორედაც კონსერვატულ პრინციპებს ეთანხმება.
ასე რომ არ დავიწყებ რაიმეს მტკიცებას იმ ხალხისთვის ვინც სიტყვა სოციალიზმი მსოლოდ იქედან იცის, რომ სსრკ საბჭოთა სოციალისტური რესპუბლიკების კავშირი იყო და იმით არის აღფრთოვანებული, რომ „ოცნებამ“ ეს ევროპული გაერთიანება დატოვა, რითაც თურმე რაიმე ცუდი დაემართება.

კიდევ ერთხელ ვიტყვი – მთავარი ის კი არ არის, თუ რომელი გაერთიანების წევრია ესა, თუ ის პარტია. მთავარია ის, თუ რა მოაქვს საქართველოსთვის ამ წევრობას.
მარტივი მაგალითისთვის უბრალოდ შეგახსენებთ, რომ ნაციონალური მოძრაობა ევროპის სახალხო პარტიის წევრია და რა მოუტანა, ან მოაქვს ამ წევრობას საქართველოსთვის?
ასე რომ ძალიან კარგი რომ დატოვა.” – წერს გაბრიჭიძე Facebook-ზე.

Post navigation

Previous: გაეცა პასუხი ყველა კითხვას. მართლაც და, რა გესაქმება იმათთან, ვინც გიბრძანებს იქ არ წახვიდე, ეს არ თქვა და იმას ხელი არ ჩამოართვა
Next: ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე ინფრასტრუქტურული სამუშაოები აქტიურ რეჟიმში მიმდინარეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.