Skip to content
10/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გაეცა პასუხი ყველა კითხვას. მართლაც და, რა გესაქმება იმათთან, ვინც გიბრძანებს იქ არ წახვიდე, ეს არ თქვა და იმას ხელი არ ჩამოართვა

მარშალ პრესი 11/05/2023
ზაალ ანჯაფარიძე

ანალიტიკოსი ზაალ ანჯაფარიძე „ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისში გამართულ ბრიფინგზე ირაკლი კობახიძის განცხადებას გამოეხმაურა იმის შესახებ, რომ “ქართული ოცნება-დემოკრატიული საქართველო” “ევროპის სოციალისტურ პარტიას” ტოვებს. ანალიტიკოსის თქმით, ყველა კითხვას გაეცა პასუხი.

„დღეს “ოცნების” ბრიფინგზე მგონი გაეცა პასუხი ყველა კითხვას უვიზო რეჟიმთან, პირდაპირ ავიამიმოსვლასთან და ევროპის სოციალისტურ პარტიაში დარჩენა/არდარჩენასთან დაკავშირებულ საკითხებს. მართლაც და, რა გესაქმება იმათთან, ვინც გიბრძანებს იქ არ წახვიდე, ეს არ თქვა და იმას ხელი არ ჩამოართვა. რას გააპროტესტებს აწი ოპოზიცია? დაწერონ ერთობლივი უსტარი პუტინის სახელზე (ეხერხებათ დაფაზე ხელმოწერები – ნიკა გვარამიამ ასწავლათ!) ან წავიდნენ რუსეთის საელჩოს სექციასთან ან ლარსის გამშვებ პუნქტზე (კარგი ამინდია არ შესცივდებათ) და გააპროტესტონ იქ. დაწვეს ტრასაზე ხოშტარია ან შეახტეს რუსულ მანქანებს და არ შემოუშვას (ესეც ეხერხება!). მოკლედ, საქმე მიეცათ და რომ იტყვიან Go Ahead ან Поехали!“- წერს ზაალ ანჯაფარიძე

Post navigation

Previous: ხალხის ასეთი პოზიტიური დამოკიდებულება რუსეთისგან სავიზო რეჟიმის გაუქმებაზე დასავლეთის არასწორ პოლიტიკაზე მიუთითებს საქართველოს მიმართ. მიზეზი მათშია და არა ჩვენში“
Next: იდეოლოგიურ-მსოფლმხედველობითი აბსურდიდან გამომდინარე, რის დამკვიდრებას აგრესიული ლიბერალები ცდილობენ, სოციალისტური იდეები საქართველოსთვის ყოვლად მიუღებელია

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.