Skip to content
04/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნა

მარშალ პრესი 09/05/2023
343327905_203528679134760_25756060117462066_n

ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა გიორგი ურუშაძემ, პირველ მოადგილესთან ქეთევან მოისწრაფეშვილთან, ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლებთან და მაჟორიტარი დეპუტატის ვასილ ჩიგოგიძის ბიუროს ხელმძღვანელებთან ერთად, მეორე მსოფლიო ომში დაღუპული გმირების მემორიალი ყვავილებით შეამკო. გურიის რეგიონში 5 ვეტერანი ცხოვრობს, რომლებსაც რწმუნებული სახლში ესტუმრა და გამარჯვების დღე პირადად მიულოცა.

,,დღეს აღვნიშნავთ ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავს. ჩვენმა ქვეყანამ და რეგიონმა ბევრი ღირსეული მამულიშვილი დაკარგა მეორე სამამულო ომის დროს და მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა ამ დიდ გამარჯვებაში. მინდა მივულოცო ყველა ვეტერანს, ვუსურვო დიდხანს სიცოცხლე და ჯანმრთელობა”,– აღნიშნა გურიაში სახელმწიფო რწმუნებულმა, გიორგი ურუშაძემ. საქართველოს

მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78- ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად – 1 000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები 500 ლარს მიიღებენ.

Post navigation

Previous: გილოცავთ ყველას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! ლიბერალური ფაშიზმის მედროშეებს კი, თანაგიგრძნობთ – ბაჩო ოდიშარია
Next: დედოფლისწყაროს მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ნიკოლოზ შანშიაშვილს ეწვია და ფაშიზმზე გამარჯვების 78 წლისთავი მიულოცა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.