Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გილოცავთ ყველას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! ლიბერალური ფაშიზმის მედროშეებს კი, თანაგიგრძნობთ – ბაჩო ოდიშარია

მარშალ პრესი 09/05/2023
ბაჩო ოდიშარია

კინომცოდნე ბაჩო ოდიშარია ფაშიზმზე გამარჯვების დღესთან დაკავშირებით სოციალურ ქსელში წერს. როგორც ოდიშარია აღნიშნავს, ამ მოვლენას საქართველოდან 300 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა და სწორედ მათ თავდადებაზე დგას მთელი მსოფლიოს მთავარი ტრიუმფი უახლეს ისტორიაში.

„დღეს ფაშიზმზე გამარჯვების დღეა. მეოცე საუკუნის ამ უდიდეს მოვლენას, ჩვენი ქვეყნიდან, 300 000-ზე მეტი ადამიანი შეეწირა (იმ დროისათვის, საქართველოს მოსახლეობის 1/5). სწორედ ამ თაობის თავდადებაზე დგას არამხოლოდ ჩვენი, არამედ მთელი მსოფლიოს მთავარი ტრიუმფი უახლეს ისტორიაში. დღეს დიდი სამამულო ომის 114 ვეტერანი გვყავს საქართველოში, გმირობის და შეუპოვრობის ცოცხალი სიმბოლოები და პირველ რიგში უდიდესი პატივისცემა და დღეგრძელობა მათ. ჩვენი წინაპრების გაწეული ღვაწლი ცალსახად ეროვნული სიამაყის საფუძველია. გილოცავთ ყველას ფაშიზმზე გამარჯვების დღეს! ლიბერალური ფაშიზმის მედროშეებს კი, თანაგიგრძნობთ.“- წერს ბაჩო ოდიშარია.

Post navigation

Previous: შარლ მიშელის შეთანხმების ერთ-ერთი პუნქტი ცესკო-სთან მიმართებით იყო და ამის გამოსწორება ხდება
Next: გურიაში ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავი აღინიშნა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.