დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტის მერი ნიკოლოზ ჯანიაშვილი მოადგილესთან, მალხაზ მერაბიშვილთან, საკრებულოს განათლების და ახალგაზრდულ საქმეთა კომისიის თავმჯდომარესთან, მიხეილ ბახუტაშვილთან და თანამშრომლებთან ერთად მეორე მსოფლიო ომის ვეტერანს, ნიკოლოზ შანშიაშვილს ეწვია და ფაშიზმზე გამარჯვების 78 წლისთავი მიულოცა. მერმა მას სიმბოლური საჩუქრები გადასცა.
საქართველოს მთავრობის განკარგულებით, ფაშიზმზე გამარჯვების 78-ე წლისთავთან დაკავშირებით, მეორე მსოფლიო ომის მონაწილეები ერთჯერადად 1000 ლარს, ხოლო მეორე მსოფლიო ომში დაღუპულთა ოჯახის წევრები – 500 ლარს მიიღებენ. ნიკოლოზ შანშიაშვილი დედოფლისწყაროს ადგილობრივი ბიუჯეტიდან ასევე 250 ლარს მიიღებს.
დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტს მეორე მსოფლიო ომის ერთი ვეტერანი ჰყავს. ნიკო შანშიაშვილს წელს 100 წელი უსრულდება. დღევანდელ თარიღს ვულოცავთ მას და ყველა ვეტერანს , ვუსურვებთ ჯანმრთელობას და დიდხანს სიცოცხლეს.
