Skip to content
03/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

ნომრის პორტირება მარტივდება

მარშალ პრესი 20/04/2022
SIM

მომხმარებლებისთვის მობილური და ფიქსირებული სატელეფონო ნომრების პორტირების გამარტივების მიზნით, კომუნიკაციების კომისია პორტირების ახალ წესებს დაამტკიცებს. რეგულაციის მიზანია, აბონენტებმა სურვილის შემთხვევაში, ადვილად შეძლონ ერთი კომპანიიდან მეორეში გადასვლა ისე, რომ ნომერი არ შეიცვალონ. „პორტაბელურობის დებულებაში“ ცვლილებები სრულ შესაბამისობაშია ევროპის ელექტრონული კომუნიკაციების კოდექსთან. აღნიშნული ცვლილებები გაზრდის კონკურენციას, რაც პოზიტიურად აისახება მომხმარებლებზე.

ახალი წესები როგორც ფიქსირებული, ისე მობილური საკომუნიკაციო ქსელებით მომსახურების მიმწოდებელ კომპანიებს შეეხება. ცვლილების შესახებ საკონსულტაციო დოკუმენტი საჯარო კონსულტაციებისა და მისი დახვეწის მიზნით კომისიის ვებგვერდზე გამოქვეყნდა. დაინტერესებულ პირებს შენიშვნებისა და მოსაზრებების წარმოდგენა 2022 წლის 13 მაისამდე შეუძლიათ, რის შემდეგაც კომისია განახლებულ წესებს დაამტკიცებს.

ცვლილებების შემდეგ მობილური ნომრის პორტირების სურვილის შემთხვევაში, მომხმარებელს შესაძლებლობა ექნება სერვისცენტრში მისვლის გარეშე, დისტანციურად გააკეთოს განაცხადი, დაპორტირდეს მისთვის სასურველ ქსელში და ახალი სიმბარათი სასურველ მისამართზე მიიღოს.

ცვლილება ასევე ეხება ფიქსირებულ სატელეფონო მომსახურებას, რომლის მიხედვითაც, კომპანიები ვალდებული იქნებიან ფიქსირებული სატელეფონო ქსელით მომსახურებაზე პორტირებისას სააბონენტო ნომერი შეუნარჩუნონ მომხმარებელს. გეოგრაფიული სააბონენტო ნომრების პორტირება მოხდება იმავე გეოგრაფიულ ზონაში, ხოლო არაგეოგრაფიული – არაგეოგრაფიულ ზონაში.

Post navigation

Previous: ეს კვლავ სააკაშვილის ავადმყოფური აზრებია, რომლებზეც კვერის დაკვრის გარეშე „ნაცმოძრაობა“ და მისი აქტივი პრაქტიკულად აღარ იარსებებს
Next: ხელვაჩაურის ვიცე-მერი და აჭარის განათლების მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.