Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ეს კვლავ სააკაშვილის ავადმყოფური აზრებია, რომლებზეც კვერის დაკვრის გარეშე „ნაცმოძრაობა“ და მისი აქტივი პრაქტიკულად აღარ იარსებებს

მარშალ პრესი 19/04/2022
გიორგი ვოლსკი

პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერი გიორგი ვოლსკი გამოეხმაურა ოპოზიციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ მიხეილ სააკაშვილი სასამართლო პროცესზე ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

„საიდანღაც მოიტანეს ეს თემა. მე ვფიქრობ, ეს კვლავ სააკაშვილის ავადმყოფური აზრებია, რომლებზეც კვერის დაკვრის გარეშე „ნაცმოძრაობა“ და მისი აქტივი პრაქტიკულად აღარ იარსებებს. კიდევ ერთხელ და მრავალჯერ უნდა მოვიგონოთ ბაკურიანის შეხვედრა, სადაც დაგეგმეს და ცდილობენ, როგორმე კოორდინაციაში მოიყვანონ თავიანთი ბოროტი ზრახვები“, – აცხადებს ვოლსკი.

„ნაციონალური მოძრაობის” წევრმა, ლევან ხაბეიშვილმა განაცხადა, რომ ხვალ, 20 აპრილს, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი მიხეილ სააკაშვილი, სასამართლო პროცესზე, ვადამდელი არჩევნების გეგმასთან დაკავშირებით ისაუბრებს.

Post navigation

Previous: კულტურის სამინისტრო დავით ნიკოლაძეს ჭიათურის დრამატული თეატრის სამხატვრო ხელმძღვანელად დანიშვნას ულოცავს
Next: ნომრის პორტირება მარტივდება

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.