Skip to content
02/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • რეგიონები

ხელვაჩაურის ვიცე-მერი და აჭარის განათლების მინისტრი ადგილობრივ მოსახლეობასთან შეხვედრებს მართავენ

მარშალ პრესი 20/04/2022
278863897_2255206384643873_3347181171549443639_n

ხელვაჩაურის მუნიციპალიტეტის ვიცე-მერი კახაბერ ფუტკარაძე, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის განათლების, კულტურისა და სპორტის მინისტრთან მაია ხაჯიშვილთან ერთად, მოსახლეობასთან შეხვედრის ფარგლებში, სოფელ ფერიის მაცხოვრებლებს შეხვდა.

შეხვედრას ფერიის მაჟორიტარი დეპუტატი მინდია დიასამიძე, საკრებულოს წევრები და ადმინისტრაციული ერთეულის წარმომადგენლები ესწრებოდნენ.

მინისტრმა მოსახლეობას სამინისტროს 2022 წელს დაგეგმილ პროგრამებზე, სპორტული ტურიზმის განვითარებასა და სპორტული ინფრასტრუქტურის შესახებ მიაწოდა ინფორმაცია.

შეხვედრის მიზანს სოფლად მცხოვრები მოსახლეობის საჭიროებების ადგილზე გაცნობა, მათთვის სხვადასხვა პროგრამების შესახებ ინფორმაციის მიწოდება და ერთობლივი მსჯელობა წარმოადგენს.

მუნიციპალიტეტების მასშტაბით ღია შეხვედრები კვლავ გრძელდება, რაც მიზნად ისახავს მოსახლეობის საჭიროებების გაცნობას.

Continue Reading

Previous: ნომრის პორტირება მარტივდება
Next: ხატია დეკანოიძის კიდევ ერთი პრეტენზია საქართველოს

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025