Skip to content
03/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

„მოვდივარ ჩემი ქვეყნის დასაცავად როგორც რიგითი მოქალაქე“ – ზურაბ ხაჩიძე

მარშალ პრესი 26/04/2023
ზურა ხაჩიძე

30 აპრილის აქციას ცნობილი სახეებიც უერთდებიან და ვიდეომიმართვაში საუბრობენ იმაზე, თუ რატომ დაიგეგმა აქცია.

„მოვდივარ ჩემი ქვეყნის დასაცავად როგორც რიგითი მოქალაქე. მოვდივარ ჩემი ოჯახის დასაცავად და ჩემი რწმენის დასაცავად“, – აცხადებს მომღერალი ზურა ხაჩიძე.

„მოვდივარ ჩემი შვილების მომავლისთვის“, – ამბობს მსახიობი დათო დარჩია.

„მოვდივარ იმიტომ, რომ მინდა მშვიდობა იყოს ჩვენს ქვეყანაში“, – ამბობს მომღერალი თემურ თათარაშვილი.

„საქართველო უპირველეს ყოვლისა. ამისთვის მოვდივარ“, – ამბობს რუსუდან შარაძე.

„მოვდივარ ჩვენი შვილების მომავლისთვის“, – ამბობს მომღერალი ირმა სოხაძე.

„მოვდივარ იმიტომ, რომ ჩვენს ქვეყანაში მოგვცენ საშუალება თავისუფლად ვისუნთქოთ და ვიარსებოთ ჩვენს ქვეყანაში ჩვენი არჩევანის მიხედვით“, – ამბობს კულტურის პალატის ხელმძღვანელი დათო ოქიტაშვილი.

„მე ჩემი ოჯახისთვის მოვდივარ. მე ჩემი ქვეყნისთვის მოვდივარ“, – ამბობს მსახიობი ზაზა კოლელიშვილი.

„მე მოვდივარ იმიტომ, რომ ვარ მართლმადიდებელი და მწამს ღმერთის და მე არ მინდა, რომ ამას ვინმე ეხებოდეს. მოკლედ მე მოვდივარ 30-ში 18:00 საათზე რესპუბლიკის მოედანზე“, – ამბობს ყოფილი პარლამენტარი ხათუნა ხოფერია.

„მოვდივარ“ – ამ სახელწოდების აქცია თბილისში 30 აპრილს გაიმართება. „არა ომს – მშვიდობა ჩვენს ქვეყანას“, – ეს იქნება მთავარი სათქმელი, რომელსაც სამოქალაქო საზოგადოების წარმომადგენლები შეკრებაზე გააჟღერებენ. გზავნილების ადრესატები პოლიტიკური სპექტრი და არასამთავრობო ორგანიზაციები იქნებიან.

Post navigation

Previous: ზრუნვა ადამიანებზე, ვისთვისაც სიღარიბე და სოციალური პრობლემები ჯერ კიდევ რჩება მთავარ გამოწვევად – ჩვენთვის პრიორიტეტია
Next: უპრეცედენტო ქველმოქმედება, როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს რაგბის სამყაროში – დავით კაჭარავა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.