Skip to content
02/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უპრეცედენტო ქველმოქმედება, როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს რაგბის სამყაროში – დავით კაჭარავა

მარშალ პრესი 26/04/2023
დავით კაჭარავა

რაგბის კავშირს ფონდ ,,ქართუსგან” 14 სარაგბო ბაზა გადაეცა. ,,შევარდენის” ბაზაზე გამართულ ღონისძიებას საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი დაესწრო.

ინფრასტრუქტურის გადაცემის საზეიმო ცერემონიალში მონაწილეობა მიიღო საზოგადოებრივი მოძრაობა „ხალხის ძალის“ წევრმა, საქართველოს პარლამენტის სპორტისა და ახალგაზრდულ საქმეთა კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილემ, რაგბის კავშირის გამგეობის თავმჯდომარე, დავით კაჭარავამ.

დავით კაჭარავა ფონდ ,,ქართუსგან” რაგბის კავშირისთვის 14 სარაგბო ბაზის გადაცემას სოციალურ ქსელშიც გამოეხმაურა:

„უპრეცედენტო ქველმოქმედება, როგორც საქართველოს, ასევე მთელი მსოფლიოს რაგბის სამყაროში! მადლობა!“- წერს დავით კაჭარავა.

ცნობისთვის, სარაგბო სტადიონები და ბაზები საქართველოს ყველა დიდ ქალაქშია. თუმცა პროექტის ფარგლებში საქართველოს რაგბის კავშირს ფონდ ,,ქართუსგან” გადაეცა გორში ორი ახალი მოედანი, ქუთაისში – ოთხი, ბათუმში – ორი, ფოთში – ორი, ასპინძაში – ერთი, თელავში – ორი, რუსთავში – ორი, მარტყოფში – ორი, თბილისში კი – რვა მოედანი.

ეს მოედნები საშუალოდ 500-იდან 3 000-მდე მაყურებელს დაიტევს და ხელს შეუწყობს მასობრივი სპორტის პოპულარიზაციას.

Post navigation

Previous: „მოვდივარ ჩემი ქვეყნის დასაცავად როგორც რიგითი მოქალაქე“ – ზურაბ ხაჩიძე
Next: კვლევებით, რომელსაც გვთავაზობენ, რეალურად საზოგადოებრივ აზრს კი არ იკვლევენ, არამედ მის ფორმირებას ცდილობენ

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.