ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, გურიის მაჟორიტარი დეპუტატის წარმომადგენლებთან, სახელმწიფო რწმუნებულის მოადგილესთან, საკრებულოს წევრებთან ერთად, ქალაქსა და სოფლებში სოციალურად შეჭირვებული ოჯახები მოინახულა, ნობათები გადასცა და მათ პრობლემებს ადგილზე გაეცნო. „ ზრუნვა ადამიანებზე, ვისთვისაც სიღარიბე და სოციალური პრობლემები ჯერ კიდევ რჩება მთავარ გამოწვევად – ჩვენთვის პრიორიტეტია. ისინი მარტო არ არიან! მადლობას ვუხდი გურიის მაჟორიტარ დეპუტატს ვასილ ჩიგოგიძეს და მისი ბიუროს წევრებს ჩართულობის და მხარდაჭერისთვის“!-აღნიშნა მერმა.
