IMG.GE IMG.GE

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის ამირან გამყრელიძის განცხადებით საქართველოში არსებული დღევანდელი ეპიდემიოლოგიური ვითარება არჩევნების ჩატარებისა და სასწავლო პროცესის დაწყების საშუალებას იძლევა, თუმცა არავინ იცის, როგორი იქნება პროგნოზი მომავალში.

„ძალიან ბვევრმა ქვეყანამ და დღეს მოყვანილი იქნა სტასტიტიკური მონაცემები სხვადასხვა საერთაშორისო ორგანიზაციების, თუ რა პირობებში ჩაატარეს არჩევნები. ჩვენ ახალ ველოსიპედს არ ვიგონებთ, რადგან მთელ რიგ ქვეყნებში პანდემიის პერიოდში ზოგმა გადადო არჩევნები,ზოგმა გაახანგრძლივა დროში, ზოგმა ჩაატარა – გუშინ სერბეთში ჩატარდა, კიდევ რამდენიმე დღის წინ საფრანგეთში ჩატარდა, მოგეხსენებათ, ნოემბერში მოდის აშშ-ში არჩევნები და ამერიკის დაავადებათა კონტროლის ცენტრს შემუშავებული აქვს თავისი რეკომენდაციები. ხდება ანალიზი საერთაშორისო გამოცდილების. კომისიის სხდომაზე დაისვა კითხვა ჩვენ მიმართ, რომ დღევანდელი ეპიდსიტუაცია, როგორიც გვაქვს ქვეყანაში, ის იძლევა საშუალებას? ჩემი პასუხი ამაზე ნათელი იყო, რომ დღევანდელი ჩვენი ეპიდსიტუაცია არის ერთ-ერთი საუკეთესო რეგიონში და, რა თქმა უნდა, ის იძლევა საშუალებას, რომ ამ ტიპის ეპიდსიტუაციის დროს ქვეყანაში არჩევნებიც ჩატარდეს, სასწავლო პროცესიც დაიწყოს და კიდევ სხვა ღონისძიებებიც გაფართოვდეს. მაგრამ ხაზს ვუსვამთ, რომ პროგნოზირება, თუ რა იქნება მომავალი ოთხი თვის განმავლობაში, რადგან დღეს გლობალურად ხედავთ, რომ ყოველდღიურად ახალი ინფიცირებულთა რაოდენობა მთელ მსოფლიოში იმატებს, გასაგებია, რამდენიმე ქვეყნის ხარჯზე ხდება ეს, მაგრამ ზოგადად სიტუაცია არ მშვიდდება”, – განაცხადა გამყრელიძემ.

 

კომენტარის დატოვება
IMG.GE
გაზიარება