Skip to content
13/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე

გიორგი ბარამიძის თქმით, იულია ტიმოშენკო მას სააკაშვილის უსწრაფესად გათავისუფლებაში მხარდაჭერას დაჰპირდა

მარშალ პრესი 19/04/2022
45052

“ნაციონალური მოძრაობის” წევრი გიორგი ბარამიძე, რომელიც 21 თებერვლიდან უკრაინაში იმყოფება, ყოფილ პრემიერ-მინისტრ იულია ტიმოშენკოს შეხვდა. როგორც ის წერს, ტიმოშენკომ მას აღუთქვა მაქსიმალური მხარდაჭერა მიხეილ სააკაშვილის უსწრაფესად გათავისუფლებასთან დაკავშირებით:

კიევში, ძალიან სასარგებლო შეხვედრა მქონდა ქალბატონ იულია ტიმოშენკოსთან.
მას პრეზიდენტ სააკაშვილის მეგობრული, დიდი მოკითხვა გადავეცი. გავაცანი საქართველოს შიდაპოლიტიკური ვითარება და ინფორმაცია მიშას ფიზიკური მდგომარეობისა და საერთაშორისო მასშტაბით, მისი გათავისუფლებისთვის მიმდინარე საქმიანობის შესახებ.

კიდევ ერთხელ ავღნიშნეთ ქართველი ჯარისკაცების უკრაინისთვის ბრძოლის მნიშვნელობა, და ის დიდი მსხვერპლი რაც ჩვენ ამ ომში უკვე გავიღეთ. 
მან, როგორც უკრაინული პოლიტიკის ერთერთმა ყველაზე მნიშვნელოვანმა ფიგურამ, ქართველ ხალხს მადლობა გადაუხადა საერთო მტერთან ბრძოლაში გვერდში დგომისათვის და

იმედი გამოთქვა, რომ მთელი ცივილიზირებული სამყაროს დახმარებით, უკრაინა რაშისტულ ბოროტებას აუცილებლად დაამარცხებს. აღმითქვა მაქსიმალური მხარდაჭერა და ძალისხმევის განხორციელება, მიშას უსწრაფესად გათავისუფლებისათვის.

დიდება საქართველოს!
#თავისუფლებამიშას!
Slava Ukrayni!”- წერს ბარამიძე.

Continue Reading

Previous: არ ვიცი სუს-ის ანგარიშში ვინ იგულისხმება, მაგრამ კონკრეტულ შემთხვევაში, როდესაც დგინდება დანაშაული, სახელმწიფო მოქმედებს
Next: სააკაშვილის მხარდამჭერ აქციას ფეისბუქში მხოლოდ 190-მდე მომწონებელი გამოუჩნდა

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025