Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია

მარშალ პრესი 24/04/2023
საგარეო

სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია. ინფორმაციას საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

მათი ცნობით, საქართველოს მოქალაქეებმა უკვე დატოვეს ადგილი, სადაც გუშინ იქნენ გადაყვანილი და ხორციელდება მათი ქვეყნიდან გამოყვანის პროცესი.

„როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მოქალაქეები გუშინ უსაფრთხო ლოკაციაზე იქნენ გადაყვანილები სუდანის დედაქალაქში. მათი ევაკუაციის პროცესი უკვე დაწყებულია. აქტიურად არის ჩართული ამ პროცესში საქართველოს საელჩო თურქეთის რესპუბლიკაში და საქართველოს საელჩო ეგვიპტეში. იმედი გვაქვს, რომ უახლოეს დღეებში მოხდება მათი საქართველოში დაბრუნება. მუდმივ კავშირზე ვართ კომპანიებთან და მუდმივად ვრჩებით კავშირზე საქართველოს მოქალაქეებთან, რომლებიც იმყოფებიან ხარტუმში“, – განაცხადა საგარეო საქმეთა მინისტრის მოადგილე ალექსანდრე ხვთისიაშვილმა.

არეულობა ქვეყანაში, რამდენიმეთვიანი დაძაბულობის შემდეგ, 15 აპრილს დაიწყო. სუდანში 40-მდე საქართველოს მოქალაქეა ჩარჩენილი.

Post navigation

Previous: ლევან ხაბეიშვილს პარტია აუჯანყდა (ვიდეო)
Next: არ უნდა მიუახლოვდეს ძალაუფლებას არავინ, ვინც „ფორმულაში“ მოღვაწეობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.