Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

არ უნდა მიუახლოვდეს ძალაუფლებას არავინ, ვინც „ფორმულაში“ მოღვაწეობს

მარშალ პრესი 24/04/2023
თამარ-ჩერგოლეიშვილი

აქედან რამდენიმე დღეში კეზერაშვილის ჩრდილოვანი მართვის მხილება და არაანგარიშვალდებული სპექტრის კრიტიკა დავიწყე და „ფორმულამ“ დამბლოკა! (ცხადია, ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა და ამასაც კეზერაშვილის მხილებისთვის გამოვიყენებდი) – წერს „ტაბულას“ დამფუძნებელი თამარ ჩერგოლეიშვილი სოციალურ ქსელში.

ჩერგოლეიშვილი ტვ „ფორმულაში“ მისი სტუმრობის ვიდეოს აზიარებს, სადაც ამბობს, რომ ქვეყანაში არა მანდატების, არამედ ნდობის კრიზისი დგას და რაც მოხდა, იმან კრიზისი მხოლოდ გააღრმავა, ეს კი იმ პოლიტიკური პარტიების პასუხისმგებლობა, რომლებსაც გამოცდილება და ნებისყოფა არ ეყოთ.

მისი თქმით, არ უნდა მიუახლოვდეს ძალაუფლებას არავინ, ვინც „ფორმულაში“ მოღვაწეობს.

„აქედან რამდენიმე დღეში კეზერაშვილის ჩრდილოვანი მართვის მხილება და არაანგარიშვალდებული სპექტრის კრიტიკა დავიწყე და „ფორმულამ“ დამბლოკა! (ცხადია, ვიცოდი, რომ ასე მოხდებოდა და ამასაც კეზერაშვილის მხილებისთვის გამოვიყენებდი). ამიტომ არ უნდა მიუახლოვდეს ძალაუფლებას არავინ, ვინც ამ ორგანიზაციაში მოღვაწეობს.
ხელისუფლებაშიც ასე მოიქცევიან. მგონი ფართოვდება ამ საკითხზე კონსენსუსი“ – წერს თამარ ჩერგოლეიშვილი Facebook-ზე.

BBC-მ კეზერაშვილის თაღლითური სქემის შესახებ საგამოძიებო ფილმი გაავრცელა. მასში დეტალურადაა ნაჩვენები და მოყოლილი, თუ როგორ მიდის კვალი დავით კეზერაშვილამდე.

ფილმში დავით კეზერაშვილი „მისტერ ოფშორად“ არის მოხსენიებული. ამასთან, დასახელებულია კონკრეტული სახელები და გვარები, თუ ვისი მეშვეობით მართავს ე.წ. თაღლითურ სქემას საქართველოს თავდაცვის ყოფილი მინისტრი.

Post navigation

Previous: სუდანიდან საქართველოს მოქალაქეების ევაკუაციის პროცესი დაწყებულია
Next: პრაქტიკულად, რეკომენდაციების უმრავლესობა უკვე შესრულებულია – ირაკლი ჩიქოვანი

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.