Skip to content
01/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე – საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ

მარშალ პრესი 18/04/2022
ირაკლი კობახიძე

საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ. პირველ რიგში ამ კუთხით იყო ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი. გარდა ამისა, ეს ვიზიტი იძლეოდა ურთიერთობების ერთგვარად განახლების საშუალებას – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „ტვ პალიტრის“ გადაცემაში „360 გრადუსი“ განაცხადა.

მისი თქმით, როდესაც პარლამენტის თავმჯდომარეები ხვდებიან ერთმანეთს, იქ ის საკითხები არ იჭრება, რომლებიც პრობლემურია ურთიერთიერთობებში, ეს საკითხები უფრო მეტად აღმასრულებლის საქმეა, თუმცა ეს ვიზიტი მნიშვნელოვანი იყო იმ კუთხით, რომ დაიძრა გარკვეული თემები.

„შალვა პაპუაშვილის ჩასვლა კიევსა და უკრაინაში ძალიან მნიშვნელოვანი იყო გადატვირთვისთვის, განახლებისთვის. რაც შეეხება პრობლემურ საკითხებს, ბუნებრივია, ეს საკითხები ჯერ არ არის მოგვარებული, ეს არის ელჩის საკითხი, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ ასეთ დროს უკრაინას ყავდეს დანიშნული ელჩი ქვეყანაში, როგორც მოგეხსენებათ, გაკეთდა საჯარო განცხადება ელჩის გათავისუფლებასთან დაკავშირებით, თუმცა ამის შემდეგ დამატებითი ნაბიჯები არ ყოფილა, ჯერჯერობით უკრაინას არ ჰყავს ელჩი საქართველოში, საკითხი მოსაგვარებელია და იმედია მალე მოგვარდება“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე: მარგველაშვილი არის “ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, რომელიც დაფინანსებულია სააკაშვილის მიერ
Next: ირაკლი კობახიძე: სანქციებს არ ვაწესებთ, თუმცა საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი, ჩვენი პოზიცია არის ცხადი და არ შეიცვლება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025