Skip to content
07/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: სანქციებს არ ვაწესებთ, თუმცა საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი, ჩვენი პოზიცია არის ცხადი და არ შეიცვლება

მარშალ პრესი 18/04/2022
ირაკლი კობახიძე ქართული

სანქციებს არ ვაწესებთ, თუმცა საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი – ჩვენი პოზიცია არის ცხადი და არ შეიცვლება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

მისი თქმით, სანქციებთან დაკავშირებით უკრაინას აქვს თავისი სუბიექტური ინტერესი, რაც აბსოლუტურად გასაგებია.

„ჩვენი პოზიცია სანქციებთან დაკავშირებით არის ცხადი და ამაზე არაერთხელ გვითქვამს, რომ ჩვენ სანქციებს არ ვაწესებთ, თუმცა, ასევე ისიც ვთქვით, რომ საქართველო არ გახდება სანქციების გვერდის ავლის მექანიზმი. ჩვენი პოზიცია არის ცხადი და არ შეიცვლება.

რაც შეეხება სხვა თემებს, საუბარი იყო რუსულ პროდუქციაზე: იმპორტ-ექსპორტი ჩვენთვის არის პრინციპულად მნიშვნელოვანი. შენ როგორც კი შეზღუდვას დააწესებს, მას აქვს ბევრად მეტი ბერკეტი, რომ 10-ჯერ უფრო მძიმე ტკივილი მოგაყენოს და არ მგონია სერიოზული იყოს ასეთი საკითხების განხილვა. უკრაინას არის ომის მდგომარეობაში და თავისი სუბიექტური ინტერესები აქვს, რაც შეიძლება მეტმა ქვეყანამ დააწესოს სანქციები, მაგრამ ჩვენ გვაქვს ჩვენი სახელმწიფოებრივი ინტერესები და დავიცავთ ამ სახელმწიფოებრივ ინტერესებს. ჩვენ უნდა გავუფრთხილდეთ ჩვენი ქვეყნის უსაფრთხოებას, მათ შორის ეკონომიკურ უსაფრთხოებას. აქეთკენ არის ჩვენი ნაბიჯები მიმართული, აქ გვიწევს დაბალანსებული გადაწყვეტილების მიღება.

რაც შეეხება სანქციების არდაწესებას, ეს გამომდინარეობს ჩვენი ქვეყნის ინტერესებიდან“, – განაცხადა პარტიის თავმჯდომარემ.

Continue Reading

Previous: ირაკლი კობახიძე – საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ
Next: ნაცმოძრაობის წარმომადგენლები დღეს სამწუხაროდ წარმოდგენილი არიან უკრაინის ხელისუფლებაში საკმაოდ მაღალ დონეზე, იმედს ვიტოვებთ, რომ ეს საკითხები მალე მოგვარდება

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025