Skip to content
14/05/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ირაკლი კობახიძე: მარგველაშვილი არის “ნაციონალური მოძრაობის” დელეგაციის ერთ-ერთი წევრი, რომელიც დაფინანსებულია სააკაშვილის მიერ

მარშალ პრესი 18/04/2022
ირაკლი კობახიძე

გიორგი მარგველაშვილი კიევში მიხეილ სააკაშვილის მიერაა გაგზავნილი და მან კობა ნაყოფიას დაავალა მარგველაშვილის ვიზიტის დაფინანსება, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარე ირაკლი კობახიძემ „პალიტრანიუსის“ ეთერში განაცხადა.

„ჩვენ გვქონდა ინფორმაცია და ეს ინფორმაცია გასაჯაროვდა კიდეც, რომ მარგველაშვილი იქ არის გაგზავნილი მიხეილ სააკაშვილი დავალებით. მათ ჰქონდათ შეხვედრა და მერე ამაზე ირიბად მანაც ისაუბრა. ის არის გაგზავნილი სააკაშვილის მიერ, დაფინანსებულია მათ შორის სააკაშვილის მიერ, კობა ნაყოფიას დაავალა მარგველაშვილის დაფინანსება, შესაბამისად, მარგველაშვილი არის „ნაცმოძრაობის“ დელეგაციის ერთ-ერთი წევრი. ხელმძღვანელიც კი არ არის, ნახეთ, როგორი მძიმე მოცემულობაა, რომ არის პარტიის თავმჯდომარე მელია, რომელიც ბუნებრივად არის ამ დელეგაციის ლიდერი და მარგველაშვილია არის ერთ-ერთი წევრი. კატასტროფაა ქვეყნისთვის, როდესაც ყოფილი პრეზიდენტი ასე დაიკნინებს თავს, მაგრამ დიდი ხანია მიჩვეული ვართ ამ ყველაფერს და რაც არის ეგ არის“, – განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: მეტეხის ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, ევროპისა და გორგასალის მოედნების მიმდებარედ გადაადგილება ნაწილობრივ შეიზღუდა
Next: ირაკლი კობახიძე – საქართველოს საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტის მთავარი მიზანი იყო სოლიდარობის გამოხატვა უკრაინელი ხალხის და სახელმწიფოს მიმართ

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025