საქართველოს საპარლამენტო დელეგაციამ სრულად შეასრულა ჩვენი საზოგადოების დავალება. ჩვენ გადავეცით ძლიერი მხარდაჭერა ჩვენ უკრაინელ კოლეგებს, ასევე გამოვხატეთ სამძიმარი და ეს ვიზიტი ნამდვილად პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნების შემდგომ ურთიერთობაზე, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, არჩილ თალაკვაძემ „ქრონიკაში“ განაცხადა.
მისი თქმით, საპარლამენტო დელეგაციის უკრაინაში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო.
„უკრაინაში ვიზიტი ძალიან მნიშვნელოვანი იყო და გახლდათ იმ საერთო მხარდაჭერის ნაწილი, რომელსაც ომის დაწყების პირველი დღიდან საქართველო, ხელისუფლება და ქართველი ხალხი გამოხატავს უკრაინასთან მიმართებით. ვფიქრობ, სწორი იყო საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარის გადაწყვეტილება, როდესაც მან ოპოზიციას შესთავაზა მონაწილეობა და ამით გამოჩნდა არა მარტო საქართველოს დელეგაცია, როგორც ერთი მთლიანი საზღვარგარეთ, არამედ გამოჩნდა ის პოლიტიკური ჯგუფიც, რომელიც სინამდვილეში არადემოკრატიული თამაშის წესებით თამაშობს, გახლავთ ანტისისტემური და ებრძვის საკუთარ სახელმწიფოსა და საზოგადოებას“, – განაცხადა არჩილ თალაკვაძემ.
საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, ყაზახეთის რესპუბლიკის პრემიერ-მინისტრ ოლჟას ბეკტენოვთან ერთად, ყაზახეთის...