ომის გაგრძელების დაბრალება ქვეყნის მთავარი პარტნიორისთვის არის სამარცხვინო ცილისწამება, რომელსაც თუ ხელს აწერს მთელი პარტია, ის არ იმსახურებს, რომ პოლიტიკურ სპექტრში იყოს,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა იაგო ხვიჩიამ განაცხადა.
„სრულიად გაუგებარია ჩემთვის ამერიკის შეერთებული შტატების მიმართ ასეთი შეფასება და მათზე დაბრალება, თითქოს ისინი პასუხს აგებენ უკრაინაში ომის გაგრძელებაზე. ჩემი აზრით, ეს არის ცილისწამება და თუ „ნაციონალური მოძრაობა“ ასე ფიქრობს, ეთანხმებიან და ეს არის პარტიის პოზიცია, დრო მოსულა, რომ 1ნაციონალური მოძრაობა“ საერთოდ დაიშალოს და ხელი არ შეუშალოს ქვეყნის განვითარებას. ასეთი განცხადებები მთავარი სტრატეგიული პარტნიორის მიმართ არის სამარცხვინო ცილისწამება, რომელსაც თუ ხელს აწერს მთელი პარტია, ის არ იმსახურებს, რომ პოლიტიკურ სპექტრში იყოს“, – აღნიშნა იაგო ხვიჩიამ.
უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ „ზოგიერთი ქვეყანა, თუნდაც შეერთებული შტატები არ ჩქარობს, რომ [უკრაინაში მიმდინარე] ომი დაამთავროს ორ კვირაში ან ერთ თვეში“.
ეუთო/ოდირის ოფიციალური განცხადებიდან მოვისმინეთ, რომ საქართველოს ჰყავს ახლადარჩეული ხელისუფლება. შესაბამისად, ეს...