Skip to content
07/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ვახტანგ მეგრელიშვილი: დავით საყვარელიძის განცხადება არის პროვოკაციული რუსული პროპაგანდა

მარშალ პრესი 18/04/2022
ვახტანგ მეგრელიშვილი

თუ რამე შეიძლება შეთქმულებების თეორიას დაეყრდნოს და ამ თეორიიდან ასეთი დასკვნა გააკეთოს, არის ბატონი საყვარელიძის ეს დასკვნა, რომ თურმე ამ ომის პროვოკატორი და მთავარი დაინტერესებული მონაწილე ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატები,- ამის შესახებ პარტია „გირჩის“ ლიდერმა ვახტანგ მეგრელიშვილმა „ქრონიკის“ პირდაპირ ეთერში ისაუბრა.

„ეს განცხადება არის ან სრულიად გაუაზრებელი ან პროვოკაციული რუსული პროპაგანდა იმის შესახებ, რომ ამ ომს აწარმოებს დასავლეთი რუსეთის წინააღმდეგ და რომ დასავლეთი დაინტერესებულია არა კონფლიქტის დროულად დასრულებაში, ადამიანური მსხვერპლის შემცირებაში, ანუ რაც არის დასავლური სამყაროს ღირებულებები, არამედ თურმე ზუსტად ანალოგიურ თამაშებს თამაშობს ამერიკა, მას აწყობს ეს ომი, ამ ომის გახანგრძლივება, ადამიანური სიკვდილი იმისთვის, რომ მან მიიღოს სარგებელი. ასეთი პოზიცია ფაშისტურია, თუ რამე შეიძლება შეთქმულებების თეორიას დაეყრდნოს და ამ თეორიიდან ასეთი დასკვნა გააკეთოს, არის ბატონი საყვარელიძის ეს დასკვნა, რომ თურმე ამ ომის პროვოკატორი და მთავარი დაინტერესებული მონაწილე ყოფილა ამერიკის შეერთებული შტატები. ეს ყველაფერი მაშინ, როდესაც ჩვენ უკრაინაში ვნახეთ, რომ უკრაინელები ერთხმად აღიარებენ, რომ თუ ვინმე ეხმარება დღეს უკრაინას ეს ამერიკის შეერთებული შტატებია. ეს ძალიან სერიოზული პრობლემაა და მე როდესაც ამის შესახებ დავწერე სოციალურ ქსელში, მითხრეს, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ ამ განცხადებას გაემიჯნებოდა“,- განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.

უკრაინის გენერალური პროკურორის ყოფილმა მოადგილემ, დავით საყვარელიძემ, უკრაინაში მიმდინარე მოვლენების შეფასებისას აღნიშნა, რომ „ზოგიერთი ქვეყანა, თუნდაც შეერთებული შტატები არ ჩქარობს, რომ [უკრაინაში მიმდინარე] ომი დაამთავროს ორ კვირაში ან ერთ თვეში“.

Post navigation

Previous: 9 მაისს ფაშიზმზე გამარჯვების დღე აღინიშნება ნატოს წევრ რუმინეთსა და ჰოლოკოსტით დაზარალებულ ებრაელთა სახელმწიფო ისრაელში
Next: არჩილ თალაკვაძე: უკრაინაში ვიზიტი ნამდვილად პოზიტიურ გავლენას მოახდენს ჩვენი ქვეყნების შემდგომ ურთიერთობაზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.