დღეს, ოზურგეთის მერმა ავთანდილ თალაკვაძემ, დედა ენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში გამარჯვებული საჯარო სკოლების მოსწავლეები დააჯილდოვა და სიგელებთან ერთად სამახსოვრო საჩუქრები გადასცა. ავთანდილ თალაკვაძემ მოსწავლეებს კონკურსში მონაწილეობისთვის მადლობა გადაუხადა და წარმატებები უსურვა. „ ტექნოპარკში საჯარო სკოლების მოსწავლეები დავაჯილდოვეთ, რომლებმაც დედა ენის დღისადმი მიძღვნილ კონკურსში – „ქართული ხელნაწერი“ გაიმარჯვეს. წარმატებებს ვუსურვებ ახალგაზრდებს! წინ არაერთი საინტერესო შესაძლებლობა და გამარჯვება გელოდებათ,“ – განაცხადა მერმა.
