Skip to content
17/02/2026
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
მარშალპრესი

მარშალპრესი

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • საზოგადოება

უარს ვაცხადებ მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა, შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც – მოსამართლე

მარშალ პრესი 13/04/2023
ბადრი კოჭლამაზაშვილი

ჩემი პროფესიის მკაცრი სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უარს ვაცხადებს მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა, შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც, – ამის შესახებ მოსამართლე ბადრი კოჭლამაზაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

როგორც კოჭლამაზაშვილი აცხადებს, აშშ-ში დაგეგმილმა მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტმა, ბოლო დღეებში, პოლიტიკური მნიშვნელობა შეიძინა. მოსამართლის თქმით, სწორედ აღნიშნული მიზეზის გამო აცხადებს უარს ვიზიტში მონაწილეობაზე.

„როგორც მოგეხსენებათ, ამერიკის შეერთებულ შტატებში დაგეგმილი იყო მოსამართლეთა სასწავლო ვიზიტი, სადაც მეც ვმონაწილეობდი. იგი მიზნად ისახავდა მხოლოდ პროფესიულ განვითარებას და მისთვის რაიმე სხვა დატვირთვის მინიჭება საფუძველს მოკლებული იყო. თუმცა, იქიდან გამომდინარე, რომ უკანასკნელ დღეებში აღნიშნულმა ვიზიტმა შეიძინა მკვეთრად პოლიტიკური მნიშვნელობა და მოსამართლეთა ნაწილის წასვლა ან წაუსვლელობა გახდა პოლიტიკური შეფასების საგანი, ჩემი პროფესიის მკაცრი სპეციფიკურობის გათვალისწინებით, უარს ვაცხადებ მონაწილეობა მივიღო ისეთ ვიზიტში, რომელმაც პროფესიული დანიშნულების გარდა, შეიძინა პოლიტიკური შინაარსიც.“ – წერს ბადრი კოჭლამაზაშვილი Facebook-ზე

Post navigation

Previous: ოზურგეთში, კონკურსში – „ქართული ხელნაწერი“ გამარჯვებული მოსწავლეები დაჯილდოვდნენ
Next: მთავრობის ადმინისტრაცია პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადებას პასუხობს

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2026 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.