Skip to content
18/07/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეგავლენების მოპოვების მიზნით

მარშალ პრესი 05/04/2023
ირაკლი გოგავა

ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეგავლენების მოპოვების მიზნით – ამის შესახებ სოციალურ ქსელში პოლიტოლოგი ირაკლი გოგავა წერს.

როგორც გოგავა აღნიშნავს, სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი დღეს ყველაზე მაღალია, 2004-2012 წლების სასამართლოსთან შედარებაც კი უხერხულია.

„საქართველოს სასამართლო სისტემა არ არის იდეალური და პრობლემები აქვს, თუმცა ბოლო 30 წლის განმავლობაში სასამართლო სისტემის მიმართ საზოგადოების ნდობის ხარისხი დღეს ყველაზე მაღალია.

2004-2012 წლების სასამართლოსთან შედარებაც კი უხერხულია. ჩვენ არ გვახსოვს წინა ხელისუფლების “ჯიბის სასამართლოს” შემადგენლობიდან ვინმეს მიმართ სანქციები. არ გამოვრიცხავ, რომ მართლაც არსებობდეს კორუფციის შემთხვევები, თუმცა ამის შესახებ ჩემს გარშემო საზოგადოებას ინფორმაცია არ აქვს. ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეგავლენების მოპოვების მიზნით“ – წერს ირაკლი გოგავა Facebook-ზე.

Continue Reading

Previous: მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არამხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა!
Next: ჩანს რეალურად რაშიც არის საქმე – ირაკლი კობახიძე ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025