Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • სამართალი

მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არამხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა!

მარშალ პრესი 05/04/2023
დიმიტრი სამხარაძე

მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არამხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფაა! გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა! – ასე ეხმაურება პარტია „ქართული ოცნების“ რეგიონული მდივანი, დიმიტრი სამხარაძე, ოთხი მოსამართლის – მიხეილ ჩინჩალაძის, ლევან მურუსიძის, ირაკლი შენგელიას და ვალერიან ცერცვაძისთვის აშშ-ის მიერ სანქციების დაწესებას.

დიმიტრი სამხარაძის განმარტებით, მიხეილ სააკაშვილის მმართველობის პერიოდში არც ერთი მოსამართლე არ დასანქცირებულა, მეტიც, საქართველოს ყოფილი პრეზიდენტი, რომელიც ამჟამად მსჯავრდებულია, ცოტა ხნის წინ ადამიანის უფლებების სფეროში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვეს. სწორედ ამიტომ, სამხარაძე, აშშ-ის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას უსამაროს და ცინიკურს უწოდებს. მისივე თქმით, ვერავინ მოახერხებს ქვეყნის უკრაინიზაციას და ომის პროვოცირებას.

„სააკაშვილის დროს არ დასანქცირებულა არც ერთი ქართველი მოსამართლე… მეტიც, სააკაშვილს ადამიანის უფლებების სფეროში შეტანილი წვლილისათვის აჯილდოებენ…
მხოლოდ ამიტომ არის მოსამართლეების ამერიკაში არშეშვების გადაწყვეტილება არა მხოლოდ უსამართლობა და ცინიზმი, არამედ საქართველოს მძიმე შეურაცხყოფა!
გამორიცხეთ საქართველოს ცალ ფეხზე დგომა! და აქ ომი არ იქნება!!! ვერც სააკაშვილის რეჟიმი დაბრუნდება ვერასდროს!!! შესაბამისად ვერც ამ ქვეყნის უკრაინიზაციას და ცეცხლის ალში გახვევას მოახერხებს ვერავინ!“ – წერს დიმიტრი სამხარაძე Facebook-ზე.

ამ თემაზე:

ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველ მოსამართლესა და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა

Continue Reading

Previous: ამერიკის სახელმწიფო დეპარტამენტმა 4 ქართველ მოსამართლესა და მათი ოჯახის წევრებს სანქციები დაუწესა
Next: ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეგავლენების მოპოვების მიზნით

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025