Skip to content
21/06/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

advert
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

ჩანს რეალურად რაშიც არის საქმე – ირაკლი კობახიძე ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე

მარშალ პრესი 05/04/2023
ირაკლი კობახიძე

„ქართული ოცნების“ თავმჯდომარე სახელმწიფო მდივნის, ენტონი ბლინკენის განცხადებას გამოეხმაურა. ქართველი მოსამართლეების დასანქცირების თაობაზე ირაკლი კობახიძემ გადაცემაში „იმედი LIVE“ ისაუბრა და აღნიშნა, რომ „ეს არის მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან უხეში მცდელობა“

„ამ თემასთან დაკავშირებით საელჩოს ვებ გვერდზე დაიდო ე.წ. ხშირად დასმული კითხვები და ერთ-ერთი კითხვა ეხება იმას, თუ რამდენად გაუზიარებენ დანაშაულთან დაკავშირებით ინფორმაციას საქართველოს სახელმწიფო სტრუქტურებს იმისათვის, რომ დაიწყოს გამოძიება და პირდაპირ წერია, რომ არა-არ გაუზიარებენ. საკუთარი ინფორმაციის მიხედვით უნდა აწარმოოთ გამოძიება, ეს არის პასუხის შინაარსი. ანუ იციან რომ დანაშაული ჩადენილია, ამას ხომ ამბობენ, აბა კორუფცია რა არის -პირდაპირ დანაშაულში ბრალდებაა ხომ? და პირდაპირ წერენ, რომ არ გაუზიარებენ.

საზოგადოება ბუნებრივია ყველაფერს აანალიზებს. რანაირად შეიძლება დანაშაულზე გქონდეს ინფორმაცია და ელემენტარულად ინტერესი არ გქონდეს, რომ საზოგადოებას მაინც გაუზიარო ეს ინფორმაცია. აქედან ჩანს რეალურად რაშიც არის საქმე. ეს არის მართლმსაჯულების პოლიტიზების ძალიან უხეში მცდელობა და ეს პირველი მცდელობა არ არის. ეს არის კატეგორიულად მიუღებელი. 2012 წელს ჩვენ წარსულს ჩავაბარეთ ის დრო, როდესაც ხორციელდებოდა უხეში ჩარევა მართლმსაჯულების დამოუკიდებლობაში და ამის დაბრუნებას ვერ დავუშვებთ ვისი ხელითაც არ უნდა მოხდეს ეს, იქნება ეს ნაცმოძრაობა, უცხოელი აგენტები, ენჯეოები თუ ნებისმიერი სხვა. ამას ვერ დავუშვებთ, სასამართლო უნდა იყოს დამოუკიდებელი საქართველოში და მით უმეტეს, ვერ დავუშვებთ რა თქმა უნდა, „ნაცმოძრაობის“ ხელით ისევ სასამართლოს სისტემის მართვას, ეს გამორიცხულია.“- განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

Continue Reading

Previous: ველოდებით მოსამართლეების კორუმპირებულობის დამადასტურებელ მტკიცებულებებს, რათა მათი სანქცირება არ ჩაითვალოს პოლიტიკურ ანგარიშსწორებად საქართველოს სასამართლო სისტემაზე ზეგავლენების მოპოვების მიზნით
Next: ეს არის ქვეყნის შანტაჟი და სასამართლო ხელისუფლების ხელში ჩაგდებისთვის ბრძოლა – ანდრია გვიდიანი სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ ქართველი მოსამართლეების დასანქცირებაზე

ჩვენ ფეისბუქზე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
ყველა უფლება დაცულია © საინფორმაციო სააგენტო მარშალპრესი | 2015-2025