Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

გამოსვლა გამოსვლისათვის, რომელიც არაფრისმთქმელია – ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე

მარშალ პრესი 31/03/2023
ლევან ნიკოლეიშვილი

ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომ რეალობას აცდენილი „ფაქტებით“ საუბრობს, ახალი არ არის. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის კანდიდატობის „მოსურნე“, აკრიტიკებს ხელისუფლებას, მაგრამ ვერ იხსენებს მისი მეგობრის ემანუელ მაკრონის აბსურდულ განცხადებას საქართველოს გეოგრაფიასთან დაკავშირებით, – ასე ეხმაურება ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი საქართველოს პრეზიდენტის, სალომე ზურაბიშვილის წლიურ მოხსენებას.

ნიკოლეიშვილის განცხადებით, სალომე ზურაბიშვილის პარლამენტში გამოსვლა არაფრისმთქმელი იყო და ემსახურებოდა ვიღაცის წინაშე ქულების დაწერას. მისივე თქმით, ზურაბიშვილი რამდენიმე მნიშვნელოვან ფაქტს არ იხსენებს, რაც მიუთითებს იმაზე, რომ პრეზიდენტი რეალობას აცდენილია. „გამოსვლა გამოსვლისათვის, რომელიც ნამდვილად შეგიძლია ვთქვათ არაფრისმთქმელია, გარდა მისი პირადი მტრობისა მმართველ პარტიასთან და სამარცხვინო მცდელობა ვიღაცის წინაშე ქულების დაწერისა! ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, რომ რეალობას აცდენილი

„ფაქტებით“ საუბრობს ახალი არ არის. სამწუხაროა, რომ ევროკავშირის კანდიდატობის „მოსურნე“, აკრიტიკებს ხელისუფლებას, მაგრამ ვერ იხსენებს მისი მეგობრის ემანუელ მაკრონის აბსურდულ განცხადებას საქართველოს გეოგრაფიასთან დაკავშირებით. ასევე ვერ იხსენებს თუ ვინ „ეპატიჟება“ საქართველოს მეორე ფრონტის გასახსნელად. სავარაუდოდ არც ეს ემახსოვრება, თუ როგორ მიესალმებოდა პირველი პრეზიდენტის ზვიად გამსახურდიას სამხედრო გადატრიალებით დამხობას.“ – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.

Post navigation

Previous: დღეს შედგა სალომე ზურაბიშვილის კურთხევა რევოლუციური კომიტეტის თავმჯდომარედ – ვატო შაქარიშვილი
Next: თითქოს გამადიდებელი შუშა მოგვიტანეს თვალებთან და დაგვანახეს ზვიად გამსახურდია, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილი, როგორც საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.