Skip to content
04/11/2025
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
MARSHALPRESS

MARSHALPRESS

ახალი ამბების სააგენტო

BANNER
Primary Menu
  • პოლიტიკა
  • საზოგადოება
  • მედია
  • სამართალი
  • შემთხვევა
  • უცხოეთი
  • რეგიონები
  • ინფრასტრუქტურა
  • ბოლო სიახლე
  • პოლიტიკა

თითქოს გამადიდებელი შუშა მოგვიტანეს თვალებთან და დაგვანახეს ზვიად გამსახურდია, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილი, როგორც საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა

მარშალ პრესი 31/03/2023
თამთა მეგრელიშვილი

დღეს 31 მარტია, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე და საქართველოს დიდი გამოწვევები აქვს, ის კვლავ მშვიდობისთვის იბრძვის. ამ ბრძოლაში დღესაც, როგორც მაშინ მათ, ჩვენ ჩვენი წილი საქართველოს დაცვა გვიწევს, – ამის შესახებ „ხალხის ძალის“ წევრი, თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.  მეგრელიშვილის განცხადებით, სიმბოლურიცაა კარგისა და ცუდის ახლო ხედით დანახვა.

მისი თქმით, აშკარაა განსხვავება ზვიად გამსახურდია, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტსა და სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელიც საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა.

„დღეს 31 მარტია, სწორედ ამ დღის რეფერენდუმის შედეგები დაედო საფუძვლად უზენაესი საბჭოს მიერ 1991 წლის 9 აპრილს დამოუკიდებლობის აქტის მიღებას.  დღეს თითქოს სიმბოლურიცაა კარგისა და ცუდის ასე ახლო ხედით დანახვა, თითქოს გამადიდებელი შუშა მოგვიტანეს თვალებთან და დაგვანახეს ზვიად გამსახურდია, როგორც სახელმწიფოებრივად მოაზროვნე პრეზიდენტი და სალომე ზურაბიშვილი როგორც საქართველოში სხვა ქვეყნის ინტერესების გამტარი ძალა.

დღეს 31 მარტია, საქართველოში დამოუკიდებლობის აღდგენის რეფერენდუმის დღე და საქართველოს დიდი გამოწვევები აქვს, ის კვლავ მშვიდობისთვის იბრძვის. ამ ბრძოლაში დღესაც, როგორც მაშინ მათ, ჩვენ ჩვენი წილი საქართველოს დაცვა გვიწევს. წლების შემდეგ ამ ქართულ ბრძოლაში განსხვავება დიდია, მაშინ ზვიად გამსახურდია იყო პრეზიდენტი ხალხის, ხალხში… დღეს კი სალომე ზურაბიშვილი ქართველი ხალხის ქართულ ინტერესებს აცდენილი აგენტი პირია“, – წერს თამთა მეგრელიშვილი.

Post navigation

Previous: გამოსვლა გამოსვლისათვის, რომელიც არაფრისმთქმელია – ლევან ნიკოლეიშვილი სალომე ზურაბიშვილზე
Next: დღეს, სალომე ზურაბიშვილმა საკუთარ ამომრჩეველს სახეში შეაფურთხა – ზურაბ ქადაგიძე

  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
  • კონტაქტი
  • ჩვენ შესახებ
2015-2025 | MARSHALPRESS - მარშალპრესი.